reportiori.ge - დათო მაღრაძე: თუ რევაზ არველაძე არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ამით ქართული დემოკრატია არ დაინგრევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:50
სპორტი
დათო მაღრაძე: თუ რევაზ არველაძე არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ამით ქართული დემოკრატია არ დაინგრევა
ავტორი:
03 ოქტომბერი, 2015. 13:52

 

 

პოეტ დავით მაღრაძის შეფასებით, თუ რეზი არველაძეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურს, ამით ქართული დემოკრატია არ დაინგრევა. მისი თქმით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რევაზ არველაძე ულტიმატუმებით საუბრობს

 

როგორც მაღრაძე აცხადებს, ის ფაქტი, რომ არველაძე დელეგატებს მოუწოდებს, ყრილობა მანამდე არ გამართონ, სანამ დაკავებულ დელეგატს სასამართლო არ გაათავისუფლებს, შესაძლოა, ეს სასამართლოზე ზეწოლად ჩაითვალოს

 

 

სამართალდამცველების მიერ ადამიანის დაკავება სასამართლოს გასარკვევია და არა ფედერაციის ყრილობის. ვისაც არ უნდა მონაწილეობის მიღება, ნუ მიიღებს. ამით როგორმე ქართული დემოკრატია არ დაინგრევა. ბევრისგან განსხვავებით, ჩვენ 9 წელი ვიწვალეთ, რომ სასამართლო ყოფილიყო თავისუფალი. ყრილობის ჩატარება-არჩატარების საკითხი, შესაძლოა სასამართლოზე ზეწოლად ჩაითვალოს. 9 წელი ვიბრძოდი სასამართლოს თავისუფლებისთვის. ყრილობის ჩატარება-არჩატარების საკითხი, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არ უნდა მოქმედებდეს", - აღნიშნა დავით მაღრაძემ.

 

 

შეგახსენებთ, რომ რევაზ არველაძემ დელეგატებს მოუწოდა, ყრილობა მანამდე არ ჩაატარონ, სანამ დელეგატ გეგა გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებენ.

 

 

ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატი გეგა გობეჯიშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45- მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას გულისხმობს.

 

 

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გობეჯიშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. ცოტა ხანში გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016