სპორტი
გეგა გობეჯიშვილი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
03 ოქტომბერი, 2015. 17:09
ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის დელეგატ გეგა გობეჯიშვილის ინფორმაციით, ის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. გობეჯიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მხარეებმა UEFA-ს რეკომენდაციით მიიღეს. მისივე განცხადებით, ის მხარს რეზი არველაძეს უჭერდა.
სავარაუდოდ, გობეჯიშვილს „ქომაგთა" ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ პეტრიაშვილი შეცვლის.
სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-ში დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19