სპორტი
ლევან სალუქვაძე: რომ ჩამოირიგეს ეს ხმები და არავინ არაფერს ეკითხება, ასე შეიძლება?!
03 ოქტომბერი, 2015. 17:24
ტელეკომენტატორ ლევან სალუქვაძეს უკვირს, რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი შექმნილი, როცა საზოგადოება უკმაყოფილებას ვერ მალავს. როგორც სალუქვაძემ „პირველი TV"-ის ეთერში აღნიშნა, საზოგადოებამ კანდიდატების პროგრამების გაცნობაც კი ვერ მოახერხა.
კომენტატორის თქმით, დებატებიც კი დაინიშნა, თუმცა, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, რევაზ არველაძე, არ მივიდა.
„რა გიკვირთ? უარესი არ ხდებოდა? ან ეს დელეგატები აიღეთ. რომ ჩამოირიგეს ეს ხმები და არავინ არაფერს ეკითხება. ასე შეიძლება?! მაგათი გადაწყვეტილი ფეხბურთი რა იქნება? ვერც პროგრამები ვნახეთ, ვერც ვერაფერი. დებატებიც კი დაინიშნა, მაგრამ რევაზ არველაძე არ მივიდა. ეს ნორმალურია? ამერიკის პრეზიდენტებიც კი თანხმდებიან დებატებს და ჩვენ რა გაგვიხდა?!" - აცხადებს სალუქვაძე.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19