reportiori.ge - გრეგორი სურკისი: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დასაფიქრებელია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:39
სპორტი
გრეგორი სურკისი: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დასაფიქრებელია
ავტორი:
03 ოქტომბერი, 2015. 20:11


UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტი გრეგორი სურკისი მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დაფიქრება სჭირდება. აღნიშნული განცხადება სურკისმა ფედერაციის ყრილობაზე გააკეთა.


სურკისმა „ჰოლიდეი ინნ"-ში შეკრებილ დელეგატებსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კანდიდატებს მოუწოდა, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, მტრებად არ დარჩნენ.


„დღეს თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გიწევთ და მე არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ თქვენთვის რჩევის მოცემას. მხოლოდ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ფედერაციის მომავალი ხელმძღვანელობა, ისევე, როგორც დარბაზში შეკრებილი ყველა პიროვნება, ითვალისწინებს UEFA-ს პოლიტიკას, ევროპის ყველა კუთხეში ბალანსირებული ფეხბურთის განვითარების და ხელს შეუწყობს ფეხბურთისთვის კარგი მომავლის შექმნას. ფეხბურთმა უნდა გაგვაერთიანოს და სიხარული მოგვანიჭოს და არა პირიქით, გაგვხლიჩოს და ბოროტება დათესოს. ის მოვლენები, რაც ხდებოდა თბილისში, ვფიქრობ, დაფიქრებას საჭიროებს. მინდა ყველას მოგიწოდოთ ჯანსაღი აზრისკენ, ლოგიკისა და დაფიქრებისკენ და თუ გნებავთ, ყველაზე მთავარი პრინციპისკენ, თანმიმდევრულობასა და სისტემურობისაკენ. UEFA-ს მთავარი პრინციპი სწორედ სამართლიანობა და სოლიდარობაა. „ჩვენ ვზრუნავთ ფეხბურთზე", ეს უმთავრესი პრინციპია ფეხბურთის განვითარებისთვის. მინდა, რომ თქვენ ეცადოთ, იპოვნოთ ჯანსაღი აზრი, დაიცვათ ფედერაციის წესდება, რადგან ის სრულად უნდა იყოს ადაპტირებული FIFA-სა და UEFA-ს წესდებასთან. სწორედ ამიტომ, გთხოვთ და მოგიწოდებთ ყველას, რომ მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, ამ დარბაზიდან ადამიანები მტრებად არ გავიდნენ. გაერთიანდნენ მილიონობით ადამიანის საყვარელი თამაშის ირგვლივ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ჩვენ, მივცეთ საშუალება იმ გოგო-ბიჭებს, იყვნენ ისეთივე ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორც ეს იყო ადრე", - განაცხადა სურკისმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016