„ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეს არის მესამე პიროვნება დელეგატებიდან, რომლებიც მოიხმარდნენ ნარკოტიკებს", - ასე ეხმაურება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გეგა გობეჯიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. აღნიშნული განცხადება კალაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გააკეთა და აქვე დასძინა, რომ მისთვის მიუღებელია, რომ ქართული ფეხბურთის ბედს ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები წყვეტენ.
„ძალიან ცუდია, რომ დღეს ქართული ფეხბურთის განვითარებაზე გვესაუბრებიან ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები დღეს ქართული ფეხბურთის ბედს წყვეტენ. დღეს როგორც მე შევიტყვე, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეს არის მესამე პიროვნება დელეგატებიდან, რომლებიც მოიხმარდნენ ნარკოტიკებს. სხვა პიროვნებებიც ყოფილან დაკავებული, რომლებიც დელეგატებად ჰყავდა წარმოდგენილი ერთ-ერთ კანდიდატს და იმის მერე, რაც მათ დაუმტკიცდათ ნარკოტიკების მოხმარება, ერთ-ერთმა კანდიდატმა გადაწყვიტა ამ ადაიანების ჩანაცვლება სხვა კანდიდატებით. ძალიან ცუდია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაზე გვესაუბრებიან ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები", - განაცხადა კალაძემ.