reportiori.ge - გიორგი უძილაური: ნახეთ ერთი, როგორ გამოიყურებოდა მილიარდერ კეზერაშვილის დეკლარაცია...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:35
მთავარი თემა
გიორგი უძილაური: ნახეთ ერთი, როგორ გამოიყურებოდა მილიარდერ კეზერაშვილის დეკლარაცია...
ავტორი:
03 ოქტომბერი, 2015. 23:41

 

 

„ნახეთ ერთი, როგორ გამოიყურებოდა მილიარდერ კეზერაშვილის დეკლარაცია მისი ფინანსური პოლიციის უფროსობის პირველი წლის თავზე, ანუ 2005 წელს", - კომენტარს პუბლიცისტი და ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში აკეთებს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის დეკლარაციას აქვეყნებს:


„ახლა ვნახე ინტერნეტში საინტერესო ინფო. 

ნახეთ ერთი, როგორ გამოიყურებოდა მილიარდერ კეზერაშვილის დეკლარაცია მისი ფინანსური პოლიციის უფროსობის პირველი წლის თავზე ანუ 2005 წელს.

 

საცხოვრებელი ბინა ი. ნიკოლაძის ქუჩაზე, 110 კვ. მ.

(2003 წელს შეუძენიათ 10 000 ლარად:)

„BMW-320", 1992 წლის გამოშვება, რომელიც 2004 წელს შეუძენიათ 10 000 ლარად.

(ორივე მეუღლის - სოფო ჩიქოვანის საკუთრება)

დავით კეზერაშვილის საკუთრება:

1 600 ლარად ღირებული ტელევიზორი „სონი",

550 ლარად ღირებული „ბეკოს" ფირმის მაცივარი,

2 300 ლარად ღირებული საძინებელი,

4 000 ლარის ღირებულების სამეული

3 800-ლარიანი სამზარეულო.

 

ეს ყველაფერი დავით კეზერაშვილს 2003 წელს შეუძენია, როგორც ჩანს, ახალ ბინაში გადასვლასთან დაკავშირებით. სხვათაშორის, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, საცხოვრებელი ბინაც, ავტომობილიცა და ავეჯიც ფინანსური პოლიციის უფროსს მამის მიერ მიცემული ფულით აქვს ნაყიდი (ორივე თვალზე მომადგა კურცხალი).

 

დეკლარაციის თანახმად, დავით კეზერაშვილს არ ჰქონდა ფასიანი ქაღალდები, არ ფლობდა წილს საწარმოებში, საანგარიშო წლის განმავლობაში არ გაუფორმებია რაიმე სახის ხელშეკრულება.

 

დეკლარაციის შევსების დროისათვის ხელთ არ ჰქონდა ნაღდი ფული, ბანკში კი (ბანკის დასახელება მითითებული არ არის) ანგარიში 2004 წლის 13 აგვისტოს გაუხსნია და თავდაპირველად 13 433 ლარი ჰქონია.

 

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ეს თანხა მთლიანად გამოუტანია. დეკლარაციის შევსების დროისათვის კი ანგარიშზე მხოლოდ 1000 ლარი ერიცხებოდა.

 

რა კარგი ყოფილა ფინანსური პოლიციის უფროსობა და თავდაცვის მინისტრობა", - წერს უძილაური. 


 

 

 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016