reportiori.ge - თემურ შაშიაშვილი: საქართველოს საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:17
მედია
თემურ შაშიაშვილი: საქართველოს საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის!
ავტორი:
06 ოქტომბერი, 2015. 15:45


პარტია „თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი „რუსთავი 2"-ის ირგვლივ შექმნილ პროცესებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


რუსთავი 2"-ზე საუბარი ჩვენ გუშინ არ დაგვიწყია. ყოველთვის ვაყალიბებდით ჩვენს დამოკიდებულებას. რაც დღეს ხდება, სასარგებლოა სწორედ რუსთავი 2"-სთვის და საზიანოა ქვეყნის ინტერესებისათვის. შეიძლება ითქვას,რომ ხელისუფლება არეულობის ხელშემწყობი ხდება და ნებსით თუ უნებლიე, ასრულებს ანტიქართულ ძალთა სურვილს, ქვეყნის დამანგრეველი ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების თაობაზე.

 

რუსთავი 2" არის ნაცებისაგან მართვადი უძლიერესი საშუალება! მათი მიზანი გასაგებია - შეინარჩუნონ და გააძლიერონ ტელევიზია, რომლის მეოხებით გააგრძელებენ ქვეყნის გარე ძალების ინტერესების წარმატებით დაცვას...  ხელისუფლებას კი სურს,   ან მისი გავლენის ქვეშ მოაქციოს, ან შეზღუდოს. ორთავე პოზიცია დამანგრეველია. ორთავე მხრიდან ეს არის ბრძოლა არა საქართველოსათვისარამედ საძალაუფლებო ინსტრუმენტისათვის.

 

რუსთავი 2"-ის არსებობაზე მეტი ტრაგედიაა ის, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის, მეტიც, ებრძვის საქართველოს. ქართული ტელევიზიები კი ცალკეულ პოლიტიკოსთა, პოლიტიკურ პარტიათა აგიტპუნქტებად იქცნენ.

 

მე არ ვიცი, რას ნიშნავს სახელმწიფო ტელევიზია, მე არ ვიცი, რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზია, მე ვიცი მხოლოდ მართალი ტელევიზია! არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ პოლიტიკურ ძალას ისეთი დამანგრეველი დარტყმა არ მიუყენებია ქართული ეროვნული საყრდენებისათვის, ქართული ცნობიერებისათვის, როგორც ეს დამოუკიდებელ საქართველოში გააკეთეს ყველაზე ძლიერმა საინფორმაციო საშუალებებმა, უპირველესად ტელევიზიებმა, ელექტრონულმა  მედიამ. თუნდაც იმის გამო, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა ბინძური ანტიქართული ზრახვების განხორციელებას, რომ მას არ ჰქონოდა საინფორმაციო, უპირველესად, სატელევიზიო მხარდაჭერა. „რუსთავი 2" პირველობდა ამ საქმეშიმრავალი სხვა კი მას ემსგავსებოდა... ეს დამანგრეველი პროცესი  დღესაც  გრძელდება.

 

სამწუხაროა, რომ აგიტპუნქტ-ტელევიზიებს მხარდამჭერი და მაყურებელი ჰყავსმაგრამ ამ უარყოფით პროცესს აქვს თავისი პოზიტივიც - პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის ვაჭრული სულისა და ნამდვილი სახის წარმოჩენა.

 

დრომ დაადასტურა ბატონი რეზო ჩხეიძის გენიალური აზრი, რომ საჭიროა ბრძოლა არა მიუღებელი პოზიციის ტელევიზიების წინააღმდეგ, არამედ მართალი, დემოკრატიული და ქართული ცნობიერების ტელევიზიისათვის...

 

ძალიან ადვილია ანტიქართული განწყობის, დაპირისპირებაზე, ლანძღვა-გინებაზე ორიენტირებული საინფორმაციო საშუალების, ტელევიზიის შექმნა, ვინაიდან აქვს ძალიან ძლიერი უცხოური მხარდაჭერა. მაგრამ  ძალზე ძნელი, ურთულესია  ეროვნული განწყობის და პლანეტარული აზროვნების ტელევიზიის შექმნავინაიდან ამას ეწინააღმდეგება ქვეყნის გარე ძალები. მე იმ ადამიანებთან დგომას ვამჯობინებ, ვინც მეორე, რთული გზა აირჩია. ეს არის ჩემი პოზიცია", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016