reportiori.ge - მინისტრებმა და ვეტერანებმა „ბორჯღალოსნების“ მხარდასაჭერად ითამაშეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:33
სპორტი
მინისტრებმა და ვეტერანებმა „ბორჯღალოსნების“ მხარდასაჭერად ითამაშეს
ავტორი:
07 ოქტომბერი, 2015. 11:44


6 ოქტომბერს „შევარდენის" რაგბის სანაკრებო ბაზაზე, მსოფლიოს თასზე წარმატებით მოთამაშე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მხარდასაჭერი მატჩი გაიმართა, სადაც მონაწილეობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ვეტერანმა მორაგბეებმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.


ამხანაგური მატჩის - „მინისტრები და ვეტერანები ბორჯღალოსნებისათვის" მიზანი ქართველ მორაგბეთა მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა გახლდათ. შეხვედრა ფრედ 5:5 დასრულდა, სამახსოვრო თასები ორივე გუნდის შემადგენლობაში მოთამაშე მინისტრებს გადაეცათ, სპეციალური პრიზი გამძლეობისათვის კი ვეტერან მორაგბეს - ავთო ღიბრაძეს ერგო.


შეხვედრას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და მთავრობის სხვა წევრები - ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, პარლამენტარი ირაკლი ტრიპოლსკი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, ასევე სხვადასხვა სამინისტროების და რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დაესწრნენ.


მატჩის მხარდამჭერი იყო „ვითიბი ბანკი", ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მხარდაჭრას შეუერთდა სუხიშვილების ცეკვის აკადემია. „სუხიშვილებმა" მატჩის დაწყებამდე "შევარდენის" სტადიონზე მისულ გულშემატკივარს საცეკვაო ფლეშმობი შესთავაზეს, შეხვედრაზე იმყოფებოდა ცნობილი მომღერალი ნინო სურგულაძეც მისი საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარ ბავშვებთან ერთად.


მატჩის კომისარი დავით კიღურაძე გახლდათ, მსაჯი - მალხაზ კოროშინაძე, ხოლო კომენტატორი - ნიაზ მამრიკიშვილი.


შეხვედრის ორგანიზატორმა მინისტრებმა, ვეტერანებმა და გულშემატკივრებმა საქართველოს ნაკრებს 7 ოქტომბრის მნიშვნელოვანი მატჩის წინ წარმატება უსურვეს. საქართველოს ნაკრები დიდ ბრიტანეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე ბოლო შეხვედრას 7 ოქტომბერს ნამიბიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.


გამარჯვების შემთხვევაში, „ბორჯღალოსნები" საუკეთესო 12 ნაკრებს შორის მოხვდებიან და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურს გაინაღდებენ. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი გადასცემს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016