reportiori.ge - ლადო სადღობელაშვილი: ვაფრთხილებ პაატა ზაქარეიშვილს, უახლოეს დღეებში მასზე იგეგმება თავდასხმა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 13:33
პრეს-დაიჯესტი
ლადო სადღობელაშვილი: ვაფრთხილებ პაატა ზაქარეიშვილს, უახლოეს დღეებში მასზე იგეგმება თავდასხმა!
ავტორი:
07 ოქტომბერი, 2015. 14:02


„მაქვს ინფორმაცია, როგორ ჩადიოდნენ მთელი ზაფხულის განმავლობაში „ზონელები" სააკაშვილთან ოდესაში და როგორ იღებდნენ დავალებებს, რა უნდა გაუკეთონ ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელს", - ამის შესახებ ლადო სადღობელაშვილმა „კვირის ქრონიკას" განუცხადა. „თავისუფალი თაობის" ლიდერის თქმით, არ არის გამორიცხული, მათი მხრიდან ადგილი ჰქონდეს ჯგუფურ მივარდნებსაც. სადღობელაშვილი მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ პაატა ზაქარეიშვილსაც აფრთხილებს.


„მაგალითად, ასე მივარდნენ აფხაზეთის მთავრობის ღონისძიებაზე, სადაც აფხაზეთის კულტურის მინისტრის მოადგილე გამოლანძღეს. ამის შესახებ ვიდეოკადრებიც გავრცელდა. თქვენი გაზეთის საშუალებით ვაფრთხილებ პაატა ზაქარეიშვილს, უახლოეს დღეებში მასზე იგეგმება ანალოგიური თავდასხმა „ზონელებისგან". ესენი უკვე ისე გათავხედდნენ, თანამდებობის პირებს პირდაპირ „უსადკავებენ" სამინისტროებთან და აყენებენ შეურაცხყოფას", - განაცხადა სადღობელაშვილმა.


მისი თქმით, აგრესიული ხასიათის კამპანიაზე გადასვლა მიხეილ სააკაშვილის დავალებაა.


„თუ რომელიმე პატრულმა დააკავა „ზონელი", ეგრევე მივარდებიან ხოლმე ნაციონალები სასამართლოში და ყველას „აჩმორებენ". ბოლოს დამნაშავე „ზონელები" სასამართლოდან სიტყვიერი გაფრთხილებით გამოდიან, ხოლო ჩვენ ვისჯებით. აი, ამაშია საქმე, დღეს ხელისუფლება იმყოფობა შიშის ქვეშ. კი ბატონო, რაც უნდათ, ის ქნან, ჩვენ ვართ არა მხარე, არამედ „ნაცმოძრაობის" სისტემის მოწინააღმდფეგ ძალა", - განაცხადა სადღობელაშვილმა.



წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016