ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი ლევან ლორთქიფანიძე „ქართული ოცნების" 3-წლიან მმართველობაზე გაზეთ „კვირის ქრონიკას" ესაუბრა.
„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის სამი წლისთავზე, ცხადია, არის რაღაც მიღწევები, რომელიც რომ არ დავაფასოთ, არ შეიძლება. ვთქვათ, იგივე პენიტენციარულ სისტემაში შექმნილი მდგომარეობა, სამართალდამცავი უწყებების დამოკიდებულება მოქალაქეებისადმი ისეთი აგრესიული და ძალადობრივი აღარ არის, რაც დასაფასებელია. იდეაში რაღაც მოვლენები ვითარდება, მაგრამ ვერც შევადარებთ იმ მდგომარეობას, რაც შექმნილი იყო 2007 წელს. დღეს მედია გაცილებით თავისუფალია, ვიდრე წინა რეჟიმის დროს, საზოგადოებრივი დისკუსიები უფრო ღიაა, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად აკონტროლონ ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი და არ არსებობენ უპირობო ავტორიტეტები, რომელთა წინააღმდეგ ხმის ამოღება არ შეიძლება. ეს უდავოდ დიდი პროგრესია", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)