NASA კიდევ ერთი "გასაოცარი" აღმოჩენის შესახებ ხუთშაბათს განაცხადებს. ამის თაობაზე, გარდიანის ცნობით, კოსმოსური სააგენტის ერთ-ერთმა მეცნიერ-მუშაკმა განაცხადა.
დოქტორმა ალან სტერნმა, რომელიც ნასას მისიაში პლუტონის ახალ ჰორიზონტს იკვლევს, ამის შესახებ კანადაში ერთ-ერთ უნივერსიტეტში საუბრის დროს განაცხადა. პლუტონის ახალ ფოტოებზე საუბრისას სტერნმა თქვა: „NASA -ს არ მოუცია ჩემთვის უფლება გითხრათ, რის თქმას ვაპირებთ ხუთშაბათს. ეს გასაოცარია".
გასულ კვირაში NASA -მ გაავრცელა ფოტოები პლუტონის ზედაპირის, რომელზეც ასახულია მთების, კრატერებისა და გამოქვაბულების პეიზაჟები. სტერნმა თქვა: "ეს სამყარო ცოცხალია".
ჯერ უცნობია რას შეეხება ნასას ახალი განცხადება, რომელიც 8 ოქტომბერს უნდა გამჟღავნდეს. რამდენიმე დღის წინ NASA -მ ახალი აღმოჩენის შესახებ განცხადება დააანონსა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა მარსზე წყლის არსებობის შესახებ.