reportiori.ge - აფრიკის დასახლებაში შინაური ცხოველების სასაფლაო მოეწყობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 13:47
პრეს-დაიჯესტი
აფრიკის დასახლებაში შინაური ცხოველების სასაფლაო მოეწყობა
ავტორი:
08 ოქტომბერი, 2015. 13:06


„სურვილისამებრ შესაძლოა, დაიდგას საფლავის ქვებიც, ოთხფეხა მეგობრების ფოტოებით"


აფრიკის დასახლებაში არსებულ „ველის სასაფლაოს" მიმდებარე ტერიტორიაზე, შინაური ცხოველების სასაფლაო მოეწყობა. ამის შესახებ „BPN"- ს შპს „ჰერმესის" დირექტორმა მიხეილ ძაგანიამ განუცხადა.


„ბოლო პერიოდში გამწვავდა მაწანწალა ძაღლებისა და კატების საკითხი. მათი გვამების გაუვნებლობა აქამდე ე.წ. „ბეიკერის" ორმოში ხდებოდა. მაწანწალა და უპატრონო ცხოველების დაძინებას ახდენს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსამხური. 35 000 რეგისტირებული ძაღლია ოფიციალურად ქალაქში, რომლებსაც ჰყავთ პატრონები და მათი მოთხოვნაა, რომ თავისი ოთხფეხა მეგობრისთვის არსებობდეს ინდივიდუალური სასაფლაო. ამისათვის გამოიყოფა „ველის სასაფლაოზე" სპეციალური ადგილი, სადაც მოსახლეობას შინაური ცხოველების ინდივიდუალური დამარხვის შესაძლებლობა მიეცემა. მათივე სურვილისამებრ შესაძლოა, დაიდგას საფლავის ქვებიც, ოთხფეხა მეგობრების ფოტოებით. სავარაუდოდ, ამ საკითხს მთავრობის შემდეგ სხდომაზე გავიტანთ", - აცხადებს მიხეილ ძაგანია.




წყარო: bpn.ge, თორნიკე ყაჯრიშვილი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016