reportiori.ge - ილია მეორე სალიბაურის წმინდა სამების სამონასტრო კომპლექსში პარაკლისს ასრულებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:08
რელიგია
ილია მეორე სალიბაურის წმინდა სამების სამონასტრო კომპლექსში პარაკლისს ასრულებს
ავტორი:
08 ოქტომბერი, 2015. 16:40


ბათუმთან ახლოს, სალიბაურის წმინდა სამების სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში მიღებული წვლილისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.



წმინდა სამების სამონასტრო კომპლექსში ამ წუთებში პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად წმინდა სამების პარაკლისს ასრულებს. ახლად გახსნილ ტაძარში დღეს პატრიარქი მიბრძანდა და პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.



დღეს არის ბედნიერი დღე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ეკურთხა წმინდა სამების დიდებული ტაძარი. ჩვენ ვდგვართ იმ წმინდა ადგილზე, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით საქართველოში მოციქული ანდრია პირველწოდებული შემოვიდა; სადაც აღავლინა ლოცვები საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. როცა მოციქულმა დააპირა, გაეგრძელებინა გზა საქართველოში, ადგილობრივმა მოსახლეობამ სთხოვა, რომ დაგვიტოვე ღვთისმშობლის ხატიო. მოიტანეს ფიცარი, მიადეს ამ ხატს და გამოისახა ახალი ასლი. ის იყო დატოვებული აქ. ეს არის უდიდესი ადგილი და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფლის წყალობით აშენდა ეს დიდებული ტაძარი წმინდისა სამებისა", - ბრძანა უწმინდესმა.



პატრიარქმა დალოცა ყოველი ადამიანი, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში.




ამ პროცესში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ის საუნჯენი, რომელიც დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპარმა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად არის ჭეშმარიტი და სად არ არის ჭეშმარიტება. სად არის კეთილი და სად არის ბოროტი. დღეს ადამიანს უნდა ქონდეს მახვილი გონება, ანალიტიკური აზროვნება, რომ გაარკვიოს, სად არის ჭეშმარიტი. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ჩვენ გვაძლევს ამ გონებას. მე მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ეს ბედნიერი დღე. წმინდა სამების მადლი ფარავდეს თქვენ, მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს. წმინდა სამების მადლი, მამისა და ძისა და წმინისა სულისა, "იყავნ თქვენ ზედა და საქართველოსა ზედა და მთელ მსოფლიოსა ზედა", - ბრძანა უწმინდესმა.



უწმინდესმა განსაკუთრებით დალოცა ის ადამიანები, რომლებმაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს ტაძრის მშენებლობაში. ამასთან დაკავშირებით პატრიარქის გადაწყვეტილება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წაიკითხა. კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განვითარებისთვის შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის შალვა ბრეუსი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოვდა. მას ორდენი თავად პატრიარქმა გადასცა.



საპატრიარქოს სიგელით დაჯილდოვდნენ: ოთარ და დავით დარჩიები, ვახტანგ ტატუნაშვილი, დავით ხიდაშელი, ამირან და ბადრი ბაკურაძეები, მიქაელ სოზიაშვილი, მალხაზ ლობჟანიძე, მამუკა გრიგოლია, არჩილ მინდიაშვილი, ზაზა სხირტლაძე, გიორგი მაისურაძე, ზურაბ ჩიქვინიძე, ლევან ჭანუყვაძე, გია კახიძე, ალექსანდრე გინკო, გრიგოლ რუხაძე, გელა გიორგაძე, არკადი ბერიძე.



პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, რომ საქართველოში ბოლო წლებში მრავალი ტაძარი აშენდა, მრავალი მონასტერი დაარსდა და მსგავსი სიგელები ყველა ეპარქიაში იქნება გადაცემული, სადაც შემომწირველთა და აღმშენებელთა ღვაწლი აღინიშნება. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016