სპორტი
ფიფა-ს ეთიკის კომიტეტმა ბლატერსა და პლატინის უფლებამოსილება დროებით შეუჩერა
08 ოქტომბერი, 2015. 23:06
ფიფა-ს ეთიკის კომიტეტმა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და უეფა-ს ხელმძღვანელი მიშელ პლატინი თანამდებობებიდან დროებით გაათავისუფლა. ბლატერსა და პლატინის უფლებამოსილება 90 დღით შეუჩერდათ.
დებულების მიხედვით, ბლატერის მოვალეობას ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტი ისა აიატუ შეასრულებს.
ფიფა-ს ეთიკის კომიტეტმა ბლატერისა და პლატინის წინააღმდეგ გამოძიება სექტემბერში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება კომიტეტმა შვეიცარიის პროკურატურის მიერ ფიფა-ს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ეთიკის კომიტეტი კომენტარს საქმის დახურვამდე არ გააკეთებს.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19