საქართველოს ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა მატჩი ითამაშა. ნაკრებმა გიბრალტარს უმასპინძლა და 4:0 მოუგო.
მატჩის 30-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირის პასით ანგარიში მათე ვაწაძემ გახსნა. 34-ე წუთზე გიბრალტარელმა ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა გოლად აქცია და ანგარიში 2:0 გახდა. 45-ე წუთზე სანდრო კობახიძის ჩაწოდებას თავურით მათე ვაწაძე გამოეხმაურა, მან დუბლი შეასრულა, შედეგად ანგარიში 3:0 გახდა. 87-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ინდივიდუალური რეიდი საჯარიმოს მისადგომიდან შედეგიანი დარტყმით დაასრულა. მატჩი ანგარიშით 4:0 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები 9 მატჩიდან 9 ქულით მეხუთე ადგილზეა. შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს კახა ცხადაძის გუნდი 11 ოქტომბერს გამართავს და მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას ესტუმრება.