„პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა ორაზროვანმა განცხადებამ შეწყალებასთან დაკავშირებით საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა", - განაცხადა დაღუპული გია კრიალიაშვილის დამ ლია კრიალაშვილმა პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებას ეხებოდა. მისი თქმით, თუ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეწყალების აქტს, მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდება.
„როგორც კი მარგველაშვილი ახალაიებისა და მერაბიშვილის შეწყალებას ხელს მოაწერს, საბოლოოდ დასრულდება! მარგველაშვილი არ არის ჩვენი პრეზიდენტი! ნუ დაავიწყდება, რომ ბიძინა ივანიშვილი „შემოულაწუნესავით" დაატარებდა წინ და უკან. თუ ასე გააგრძელებს, პოლიტიკიდან წასვლას არავინ შეეკითხება, ხალხი გააგდებს პოლიტიკიდანაც და ქვეყნიდანაც", - განაცხადა კრიალაშვილმა.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)