reportiori.ge - ვერსია: ნიკა გვარამიას 2 წლის ხელფასი მილიონს აჭარბებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 13:46
პრეს-დაიჯესტი
ვერსია: ნიკა გვარამიას 2 წლის ხელფასი მილიონს აჭარბებს
ავტორი:
09 ოქტომბერი, 2015. 13:32


ალბათ, ყველას გახსოვთ, „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ხალხს რომ მიმართა, ხელისუფლება ტელეკომპანიას ხურავს და სანამ ამას გააკეთებს, მანამ ჩვენ დავხურავთ ხელისუფლებასო. მერე იყო, გვარამიამ „წაშლილი სახით" რომ მიმართა მაყურებელს და დახმარება სთხოვა, აქაოდა, ხელფასს ვერ ვიღებთ თანამშრომლები და იქნებ, თითოეულმა თქვენგანმა, ჩვენმა მაყურებელმა, ლარი გაიღოს და პურის ფული გვქონდესო. როცა ადამიანს უჭირს, ქართველები სენტიმენტალურები ვხდებით ხოლმე. ნამდვილად ვერ გეტყვით, რამდენმა ადამიანმა გაიმეტა „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებისთვის ერთი ან მეტი ლარი, მაგრამ ფაქტია, რომ ბანკის ანგარიში ტელეკომპანიის ეკრანზე დღემდე ანთია.



ვფიქრობთ, უინტერესო არ უნდა იყოს ის, თუ რა ხელფასი აქვს ნიკა გვარამიას და რამდენს იღებს თვეში ტელეკომპანიის მმართველი. ინფორმაცია, რომელსაც ახლა მოგაწვდით, „რუსთავი 2"-დანვეა გამოტანილი. მაშ ასე - ჩვენი მონაცემებით, მაშინ, როცა ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო, ანუ 2013 წლის მხოლოდ თებერვალში, გვარამიამ 12500 ლარი აიღო. ასე გრძელდებოდა 2013 წლის მაისის ჩათვლით, მაგრამ მერე ხომ იცით, როგორ ხდება, საკურორტო სეზონი დაიწყო და გვარამიამ 2013 წლის ივლისში 25 ათას ლარამდე მიიღო.



არ გეგონოთ, რომ მან ბოლომდე ასე გააგრძელა, იმავე წლის აგვისტოში 12500-იან ნიშნულს დაუბრუნდა.



მოკლედ, თავი რომ არ შეგაწყინოთ, საახალწლოდ, ანუ 2013 წლის დეკემბერში „რუსთავი 2"-ის დირექტორმა 62 500 ლარი აიღო, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ ძველით ახალი წელი და შობა ელოდა წინ და იმავე წლის დეკემბერში, აღებულ თანხას 35 073 ლარი მიუმატა, ანუ ერთ თვეში თითქმის ასი ათასი ლარი გამოუვიდა.



გვარამიას ტემპი არც მომდევნო თვეებში დაუკლია და 2014 წელს მისი ჯამაგირი 24-დან 90 ათას ლარამდე მერყეობდა. დიახ, 2014 წლის აგვისტოში გვარამიას ხელფასი 80 907 ლარი გახლდათ, თუმცა სექტემბერში აღარ იხარბა და 45 304 ლარს დასჯერდა.



ალბათ, ფიქრობთ, რომ 2015, ანუ ტელეკომპანიისთვის ერთი შეხედვით გაჭირვების წელი გვარამიას ჯიბესაც დაეტყო. ნურას უკაცრავად - 2015 წლის იანვარში მისი ხელფასი 62 ათას 691 ლარი გახლდათ, მარტში - 53 ათასი, აპრილში - 45 742, მაისში - 87 639, ივნისში - 6510, ივლისში - 16 691, აგვისტოში - 34 493...



მოკლედ, თქვენი გადასაწყვეტია, გადაურიცხავთ თუ არა ტელეკომპანიას ხელფასების დასარიგებლად თანხას.



სხვათა შორის, ტელეკომპანიის განცხადებას დახმარების თაობაზე, „საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსთავი 2"-ის მესვეურები ისევ ცდილობენ, ხალხი შეცდომაში შეიყვანონ.



„კონცერტების ჩასატარებელი თანხები აქვს ტელევიზიას და ხელფასების ფულს ხალხისგან ითხოვს?!"-კითხულობს ქალბატონი სალომე და სავსებით სამართლიანადაც, თუმცა...

 


წყარო: გაზეთი „ვერსია", ლაშა დვალი

 

 

 

აღნიშნულ წერილზე რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კომენტარს სოციალურ ქსელში აკეთებს: 


"ამათ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ დამრგვალებული მილიონების ნაცვლად, შედარებით მოკრძალებულ აჩხაბაჩხა ციფრებს თუ დამიწერენ, უფრო დამაჯერებლად გამოჩნდება", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.  

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016