ზვიად გამსახურდიას ცხედარზე მეორე ნატყვიარის არსებობას არ ადასტურებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაცვის წევრი გოჩა კეკენაძე. როგორც მან „ასავალ-დასავალს" განუცხადა,მან პირადად ნახა განსახურდიას ცხედარი და მასზე მეორე ნატყვიარს არსებობის შემთხვევაში მაშინვე შეამჩნევდა.
„არა, არა. არავითარი მეორე ნატყვიარი! რაც კადრებში ჩანს, შესაძლოა, ეს იყოს ცხედრის ხრწნის შედეგი. მე გამოვრიცხავ მეორე ნატყვიარს. ის რომ ყოფილიყო, თავიდანვე შევამჩნევდი", - განაცხადა კეკენაძემ.
დაცვის წევრი ექსპერტ თამარ დეკანოსიძის დასკვნას, გამსახურდიას სხეულზე ორი ნატყვიარის არსებობის შესახებ, ეჭვქვეშ აყენებს. „ასეთი ექსპერტის კვალიფიკაციას მე ეჭვქვეშ ვაყენებ. ჩენ დავათვალიერეთ ცხედარი. ზაზა ბურჯანაძემ ცხედარი განბანა, მეც ვეხმარებოდი. მთლად შიშველი ცხედარი ვნახეთ და არანაირი სხვა დაზიანებები არ შეგვინიშნავს", - განაცხადა კეკენაძემ.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)