დედაქალაქის ერთ¬ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანი ვაკე, თბილისს მხოლოდ 1904 წელს შემოუერთდა და ისიც დედაქალაქის გამოგეობის დიდი განსჯის შემდეგ. თუმცა, ტფილისის გამგეობას ვაკელი მემამულეებისთვის, დედაქალაქთან შემოერთების სანაცვლოდ, გარკვეული პირობები წაუყენებია:
„ტფილისის გამგეობა შესაძლოდ სცნობს ჩაურთოს ქალაქის საზღვართა შორის ვარაზის ხევს გაღმა მდებარე ადგილები წყნეთისკენ, საცა აშენდა სემინარია და სათავად¬აზნაურო სკოლა. ხოლო იმ პირობით, რომ აქაურმა მამულის პატრონებმა შეატყობინონ ქალაქს, რა ვალდებულებას იკისრებენ ქალაქის წინაშე, გაიყვანენ თუ არა ქუჩებს, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას იმ ხარჯში, რომელიც ქალაქმა უნდა მიიღოს, რომ საერთო გეგმა შესდგეს „ვაკეში", გააკეთებენ თუ არა ხიდს ხევზედ და სხვ." - წერს გაზეთი „ივერია". (სტილი დაცულია)
წყარო NSP.ge