reportiori.ge - რაგბის კავშირს სტადიონის ტრიბუნის გაზრდისთვის მიწის ფართი გადაეცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:26
სპორტი
რაგბის კავშირს სტადიონის ტრიბუნის გაზრდისთვის მიწის ფართი გადაეცა
ავტორი:
12 ოქტომბერი, 2015. 00:54


 

რაგბის კავშირს სტადიონის ტრიბუნის გაზრდის მიზნით მიწის ფართი გადაეცა.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ


1. „ სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა №89-ში მდებარე 2139 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.11.05.027.010) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1000 (ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირს (ს/კ 204874911).


2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:


ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში.


ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით 2017 წლამდე 1200 მაყურებელზე გათვლილი დამატებითი ტრიბუნის (სველი წერტილებით) აშენება.


3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016