საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლო შეხვედრა გამართა. ქართველი ფეხბურთელები სტუმრად, გერმანიასთან მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2:1 დამარცხდნენ.
პირველი გოლი მატჩის 50-ე წუთზე თერთმეტრიანი დარტყმით ტომას მიულერმა გაიტანა. ანგარიში ბრწყინვალე დარტყმით ზუსტად 3 წუთში, 53-ე წუთზე ჯაბა კანკავამ გაათანაბრა. მატჩის გადამწყვეტი გოლი კი მაქს კრუზემ 79-ე წუთზე გაიტანა.
საქართველოს ნაკრები 10 მატჩში მოპოვებული 9 ქულით 6-გუნდიან ჯჯგუფში მეხუთე ადგილზე გავიდა. პირველ ადგილზე გერმანია გავიდა 22 ქულით, 21 ქულით მეორე ადგილი დაიკავა პოლონეთმა, 18 ქულით მესამეზე გავიდა ირლანდია, მეოთხეზე შოტლანდია 15 ქულით, მეხუთეზე საქართველო 9 ქულით, ხოლო ბოლო ადგილი 0 ქულით გიბრალტარმა დაიკავა.
სტადიონზე იმყოფებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია.