reportiori.ge - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 13:20
სპორტი
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
ავტორი:
12 ოქტომბერი, 2015. 01:50



საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლო შეხვედრა გამართა. ქართველი ფეხბურთელები სტუმრად, გერმანიასთან მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2:1 დამარცხდნენ.


პირველი გოლი მატჩის 50-ე წუთზე თერთმეტრიანი დარტყმით ტომას მიულერმა გაიტანა. ანგარიში ბრწყინვალე დარტყმით ზუსტად 3 წუთში, 53-ე წუთზე ჯაბა კანკავამ გაათანაბრა. მატჩის გადამწყვეტი გოლი კი მაქს კრუზემ 79-ე წუთზე გაიტანა.


საქართველოს ნაკრები 10 მატჩში მოპოვებული 9 ქულით 6-გუნდიან ჯჯგუფში მეხუთე ადგილზე გავიდა. პირველ ადგილზე გერმანია გავიდა 22 ქულით, 21 ქულით მეორე ადგილი დაიკავა პოლონეთმა, 18 ქულით მესამეზე გავიდა ირლანდია, მეოთხეზე შოტლანდია 15 ქულით, მეხუთეზე საქართველო 9 ქულით, ხოლო ბოლო ადგილი 0 ქულით გიბრალტარმა დაიკავა.


სტადიონზე იმყოფებოდნენ  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია.

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016