reportiori.ge - კახა კალაძე: ველოდებით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა წარმოადგინოს გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქართული ფეხბურთისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:49
სპორტი
კახა კალაძე: ველოდებით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა წარმოადგინოს გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქართული ფეხბურთისთვის
ავტორი:
12 ოქტომბერი, 2015. 13:52


ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ელოდებიან, რომ წარმოადგინოს გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქართული ფეხბურთისთვის:


კალაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერსაც გამოეხმაურა, რომელშიც რევაზ არველაძე უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტს გრიგორი სურკისსა და არჩევნების დელეგატებს ესაუბრება. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ამ ჩანაწერში განსაკუთრებული ვერაფერი ნახა:



„ისინი აპელირებდნენ იმით, რომ ითხოვდნენ დაკავებული ადამიანის გამოშვებას და მაშინ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. თუმცა ლევან კობიაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ იმ ადამიანის, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებაზე იყო დაკავებული, ჩანაცვლება მომხდარიყო და დაბრუნებოდათ ის ხმა. მოთხოვნა რაც იყო მათი მხრიდან, ფაქტობრივად გაქარწყლებული იყო, ამიტომ ისინი აპელირებდნენ იმაზე, რომ ხმა წაართვეს, რაც აბსოლუტურად სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.


ნებისმიერ შემთხვევაში ვისაც არ უნდა მოეგო, ჩვენ მზად ვიყავით და მოვისმენდით პრეზიდენტის ხედვას, თუ რა თანხები იყო საჭირო, რა პროექტები უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ ქართული ფეხბურთი გაძლიერდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016