reportiori.ge - რეზო ამაშუკელი: უსუფაშვილი პირდაპირ უმიზნებს ბიძინა ივანიშვილს და ჩუმ ომს უცხადებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 13:08
პრეს-დაიჯესტი
რეზო ამაშუკელი: უსუფაშვილი პირდაპირ უმიზნებს ბიძინა ივანიშვილს და ჩუმ ომს უცხადებს!
ავტორი:
13 ოქტომბერი, 2015. 03:19


პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს. ამაშუკელის განცხადებით „რესპუბლიკური პარტია" „ქართული ოცნებისა" და კერძოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გალაშქრებას გეგმავს და ამისათვის ისინი ნელ-ნელა საგანგებოდ ემზადებიან.


რესპუბლიკელების ლიდერ დავით უსუფაშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მთლიანად ხელში ჩაიგდოს! ჩემი ინფორმაციით, სულ ახლახან არხის ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მხოლოდ რესპუბლიკელებისა და ნაციონალების კადრები დაინიშნენ. ამ დღეებში იქ რატი ამაღლობელის მიყვანა სურთ, ამ „პრანჭ მაროსი", რომელიც „საბას" პრემიის დამფუძნებელია. ჩემთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ არხიდან თანამშრომელთა 40 %-ის გაყრას აპირებენ, ხოლო ვინც ჩემს სიტყვებში დაეჭვდება, მივიდეს და არხის ახლად დანიშნული კადრების გვარ-სახელები ამოიღოს, ნუთუ ვერავინ ხედავს, ვის ხელშია არხი? უსუფაშვილი ემზადება, რომ ამ პირამიდას სათავეში მოექცეს, პირდაპირ უმიზნებს ბიძინა ივანიშვილს და ჩუმ ომს უცხადებს. უსუფაშვილის ყველა გამონათქვამი ამაზე მეტყველებს და ეს საშიშია, რადგანაც რესპუბლიკელები და ნაციონალები ერთმანეთისგან განუყოფლები არიან. რესპუბლიკელების ქცევა, მათი მრწამსი გავიხსენოთ და ყველა დამეთანხმება, რომ ისინი საქართველოს ემტერებიან! ბერძენიშვილი ასათიანის ლექსს რო მკვდრადშობილს უწოდებს, არ დაავიწყდეს, რომ მისი მართლაც მკვდრადშობილი პარტია ბიძინა ივანიშვილმა გააცოცხლა და დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი ამას მიხვდა და ნანობს, რადგანაც პატრიოტია, მაგრამ აქვე ვიტყვი: მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მთავარი ჯერ ბიძინა ივანიშვილია და შემდეგ უკვე მისი თანამებრძოლები - ირაკლი ღარიბაშვილი და სხვები, რომელთა ერთგულიც ვარ, თუ ვიგრძნობ, რომ „ქართული ოცნების" მიერ რესპუბლიკური პარტია კვლავ მხარდაჭერილი იქნება, წაგებული ამბავია... რესპუბლიკელები ნუ გაამწვავებენ სიტუაციას, თორემ იმდენს მოვახერხებ, რომ საქართველოს შევკრებ, მივიყვან პირველ არხთან და მერე ნურავინ მეტყვის, ასე არ შეიძლებაო! ყველაფერი შეიძლება,როცა საკითხი საქართველოს ეხება. ნახეთ, რა ლექსებს კითხულობენ და რა ლექციები მიდის: შამუგიასა და დეისაძეს რომ გუნდრუკს უკმევენ, ის როგორ შეიძლება?"- აღნიშნავს ამაშუკელი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016