reportiori.ge - ზაზა პაპუაშვილი: არჩევნები სამჯერ მოვუგეთ ამ მართლა უნიათო „ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას“!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 13:33
პრეს-დაიჯესტი
ზაზა პაპუაშვილი: არჩევნები სამჯერ მოვუგეთ ამ მართლა უნიათო „ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას“!
ავტორი:
13 ოქტომბერი, 2015. 11:15


„ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი ინტერნეტ-გამოცემა for.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში „რუსთავი 2"-ს პრეზიდენტის გამოყენების მცდელობაში ადანაშაულებს. დეპუტატის თქმით „ნაციონალურ მოძრაობას" სხვა არაფერი დარჩენია და აგონიაშია.


დაუკვირდით, იგივე - „არჩევანის" წამყვანს, როგორ ფინიასავით შესცქეროდა თავლებში პრეზიდენტს და ნერწყვმორეული სთხოვდა - ე, ბიჭო, რაღაცა თქვი ოცნების" საწინააღმდეგო და მოგვეცი საშუალება, რომ ნიუსებით გავყიდოთ ჩვენი გადაცემაო. მაგრამ პრეზიდენტმა ეს საკვები არ მისცა და ნახეთ, ალბათ, როგორი ნირწმხდარი იყო. უნდათ, რომ პრეზიდენტი გამოიყენონ რაღაცა შირმად, მხარედ აქციონ, ჩაადენინონ შეცდომა, ამოეფარონ მას და ბოლოს პირდაპირ უთხრან - დაგვიჭერ თუ არა მხარსო. წარმოგიდგენიათ, რაზეა ლაპარაკი?! ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ერთ რამეს, არ შეიძლება, ამ მკრეხელი და დამნაშავე „ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობის" რეჟიმით იცხოვრო, რასაც აკეთებს „რუსთავი 2", - ამბობს გამოცემასთან დეპუტატი პაპუაშვილი.


პარლამენტარი ასევე, „რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ დავაში ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობს:

 

საუბრობენ, თურმე, არჩევნების მოახლოების გვეშინია და ამიტომ, თურმე, „რუსთავი 2"-ვებრძვით. ვის რა ჯანდაბად სჭირდება „რუსთავი 2"?! არც ერთი მათგანი არ იმსახურებს ჩემგან პატივიცემას. ისინი ყოველთვის ატყუებდნენ, აშანტაჟებდნენ და ამცირებდნენ მოსახლეობას. არჩევნები სამჯერ მოვუგეთ ამ მართლა უნიათო და ნირწამხდარ „ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას". ხელისუფლება არც ერთი ტელევიზიას არ აკონტროლებს. ბიძინა ივანიშვილმა თავისი კუთვნილი ტელევიზია დახურა", - ამბობს პაპუაშვილი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016