reportiori.ge - ირაკლი ბათიაშვილი: ემიგრაციაში მყოფი ექს-მაღალჩინოსნების გარკვეულ წრეში ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციისთვის ემზადებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 13:07
პრეს-დაიჯესტი
ირაკლი ბათიაშვილი: ემიგრაციაში მყოფი ექს-მაღალჩინოსნების გარკვეულ წრეში ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციისთვის ემზადებიან
ავტორი:
13 ოქტომბერი, 2015. 12:19


„დავუშვათ, მართლა ФСБ-დან მაქვს ინფორმაცია, ეს იმას ადასტურებს, რომ ის უტყუარია, რადგან ФСБ-ს ძალიან სერიოზული ინფორმაციები აქვს".


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა იგეგმება. რატომ ფიქრობს ბატონი ირაკლი ასე და ვინ მიაწოდა ეს ინფორმაცია?


ირაკლი ბათიაშვილი:


- ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ სექტემბერში გავავრცელე, რადგან, როგორც მოქალაქემ, სავალდებულოდ მივიჩნიე ამ ამბის გახმაურება. საქმე შეეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ამ განცხადების გაკეთებიდან ძალიან მალე დამიკავშირდნენ უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ორგანოები და ოფიციალურად დამკითხეს. რაზე ვისაუბრეთ და რა კითხვები იყო მათი მხრიდან, ამის გათქმის უფლება კანონიდან გამომდინარე არ მაქვს.


- როგორ მოიპოვეთ ეს ინფორმაცია?


- ამაზე პასუხისაგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით, რომ სანდო არხიდან, დაახლოებთ აგვისტოს მეორე ნახევარში მივიღე. ამ ინფორმაციის თანახმად, ყოფილი ხელისუფლების ემიგრაციაში მყოფი ექს-მაღალჩინოსნების გარკვეული წრეში ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციისთის ემზადებიან. ამავე წყაროს ინფორმაციით (რასაც ყველაზე მეტად მივაქციე ყურადღება )- უკვე ჩამოსულია გარკვეული ჯგუფი, რომელიც სადაზვერვო და წინასწარ სამუშაოებს ჩაატარებს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - თუ ეს აგვისტოში ვიცოდი, სექტემბრამდე რატომ არ გავახმაურე? - ყველა ინფორმაციას (რომელსაც ამა თუ იმ წყაროდან ვიღებ, მათთან კი ურთიერთობა მას მერე მაქვს, რაც საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი ვიყავი) ნდობით ვერ მოვეკიდები, ინფორმაციის სანდოობაში დასარწმუნებლად საჭიროა მისი მრავალჯერად გადამოწმება, ამისთვის არსებობს სხვადსხვა მეთოდები. ამიტომაც ეს ინფორმაცია ბოლომდე ვერ დავიჯერე, თუმცა გადამოწმების არავითარი საშუალება არ მაქვს, მაგრამ ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავი ვალდებულებად ჩავთვალე (სხვათა შორის, კანონის მიხედვითაც ვალდებული ვიყავი), ეს ყველაფერი გამემჟღავნებინა.


- როგორ ფიქრობთ, რატომ უნდათ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია?


- ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ თუკი რაღაც ძალებს საქართველოში სერიოზული დესტაბილიზაცია სურთ (რაც ნამდვილად არაა გამორიცხული), ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის შემთხვევაში დღევანდელი ხელისუფლების დამხობა, რომელიც ისედაც სუსტი და მყიფეა, გაცილებით იოლი იქნება. აქედან გამომდინარე, ვთქვი, რომ საჭიროა, ძალოვანმა სტრუქტურებმა (რომელთაც შიგნით ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ) სულ სხვა დონეზე წარმართონ მუშაობა, რათა ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს.


- აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, ირაკლი ბათიაშვილს ეს ინფორმაცია ФСБ-დან აქვსო...


- დავუშვათ, მართლა იქიდან მაქვს, ეს იმას ადასტურებს, რომ ეს ინფორმაცია უტყუარია, რადგან ФСБ-ს ძალიან სერიოზული ინფორმაციები აქვს. დღევანდელ მსოფლიოში თუ ვინმე ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციებს, ესენია - ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, მოსადი, ФСБ და სხვ. თუ აკაკი ბობოხიძემ ასე თქვა, მაშინ მას თავისდაუნებურად დაუდასტურებია ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაცია


- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს ექს-მაღალჩინოსნებმა მართლაც დაგეგმონ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია?

 

- არარეალურად არ მიმაჩნია, თუმცა, იმასაც არ გამოვრიცხავ, საერთოდაც დეზინფორმაცია იყოს, თუნდაც იმ წყაროსთან „შეგდებული", რომლისგანაც გავიგე. მე არ მაქვს გადამოწმების საშუალება, ამიტომ რამის მტკიცება გამიჭირდება, მაგრამ ეს ინფორმაცია ძალიან ყურადსაღებია, საინფორმაციო წყაროს სერიოზულობიდან და დღევანდელი სიტუაციის ლოგიკური ანალიზიდან გამომდინარე.




წყარო: kvirispalitra.ge, ლადო გოგოლაძე 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016