ნაცები, გეგონება - მათი სამსახურიაო, უკვე, პრაქტიკულად, ყოველდღე დადიან სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან! ამ საგულისხმო ტენდენციაზე მსჯელობით დაიწყო ჩვენი საუბარი აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძესთან:
- მე აქვე, მოპირდაპირე მხარეს ვცხოვრობ და კარგად ვხედავ, როგორი წივილ-კივილით დაიარებიან ეს ნაცები და მათი დაქირავებული „ზონები" და „კმარები" ბიძინა ივანიშვილის სახლთან!
მათი ერთ-ერთი „უსტაბაშია" გოგა ონიანი - სააკაშვილის რეჟიმის ზონდერი, ახლა რომ „უფლებადამცველის" მანტია მოურგია! ალბათ, მხოლოდ საქართველოში ხდება, რომ ხალხის მწამებელი ზონდერი, ვითომც აქ არაფერიაო - ვექილობს და „ადამიანის უფლებებს იცავს"! არადა, ამ გოგა ონიანის ადგილი ციხეშია, ცი-ხე-ში!
- მერე, რატომ არ მიავლენენ „ვირის აბანოში"?!
- იმიტომ, რომ ძალიან დემოკრატობს ეს ჩვენი მთავრობა! ძალიან ლოიალურად ეპყრობიან ნაცებს, ამერიკის დასანახავად!
ამერიკამ კალიგულაზე უფრო სისხლიან სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურა" იმიტომაც უწოდა, რომ ეს „ამერიკელების ძაღლიშვილი" გადაჭარბებით ასრულებდა პატრონების დავალებებს: ეტყოდნენ - ერთი კაცი მოკალიო - ხუთს კლავდა, ეტყოდნენ - ქართულ ტრადიციებს გადააჩვიე ხალხიო, ის - მთლიანად ქართულ სულიერებას უპირებდა „ჩარეცხვას"!
როდესაც ნაცები და მათი დაქირავებული ასო-ები გაიძახიან - „ბიძინა, წადიო!", ეს ნიშნავს - „მიშა, მოდიო!" მითხარით ერთი, ნორმალური ადამიანი სააკაშვილის მოსვლაზე სიტყვას დაასველებს?!
მე პირდაპირ ვამბობ ნაცები ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ საქართველოში სისხლისღვრის მოსაწყობად! და ეს ფული სწორედ იმ ნაძარცვი მილიარდებიდან არის, სააკაშვილმა და მისმა ბანდამ რომ გაიტანეს საქართველოდან! დიახ, ნაცები ჩვენივე ფულით გვიპირებენ ამოძირკვასა და განადგურებას!
გამოდის ეს „კონჩიტა" და „ბუნების შეცდომა" ნიკა გვარამია და მთავრობას ღიად ემუქრება: „სანამ „რუსთავი-2"-ს დახურავთ, თქვენ დაგხურავთო!" მე 1995 წელს, საარჩევნო კამპანიისას ჩავატარე პრესკონფერენცია, რომელზეც განვაცხადე: შევარდნაძის ხელისუფლება კონსტიტუციური, მშვიდობიანი გზით უნდა მოვაშოროთ-მეთქი! აი, ახლა რომ პარლამენტშია წამობრტყელებული „დიდი უფლებადამცველი" ელისო ჩაფიძე, მაშინ ჟურნალისტობდა და პირდაპირ დაწერა: ელიზბარ ჯაველიძე სახელმწიფო გადატრიალებით იმუქრება და რატომ არავინ აგებინებს პასუხსო?! მეორე დღესვე დამიჭირეს! თურმე, პრესკონფერენციაზე სახელმწიფო შეთქმულების გეგმა დავსახე! აი, ნიკა გვარამიას კი არავინ არაფერს ეუბნება!
პირდაპირ ასე დაწერეთ: ნიკა გვარამიას, სადმე თუ გადამეყარა, ცხვირ-პირს ამოვუნაყავ და მერე, თუგინდ, დამიჭირონ!
ეს „რუსთავი-2" კი, მთელი თავისი შემადგენლობით, საქართველოდან ჯოხით უნდა გაყარო! აი, იმ საყურეებიანი „ჯულიეტოვნა" გაბუნიას ჩათვლით, „კონჩიტა" გვარამიამ „ფავორიტკად" რომ დაისვა!
- თუმცა, „რუსთავი-2" ამტკიცებს, ხელისუფლება ჩვენს ჩაძირვას იმიტომ ცდილობს, რომ „ოცნებით" უკმაყოფილო ხალხის ხმას შეუფერადებლად გადმოვცემთო!
- „რუსთავი-2" იმასაც ამტკიცებდა, კახეთში გლეხმა ვენახი აჩეხაო, მაგრამ, როგორც გაირკვა - ჯერ ერთი, ეს ვენახი სხვისი იყო, მეორეც - იმ ნაცაქტივისტმა ამ ყველაფერში ფული აიღო! სხვათა შორის, ეს „ფულზე ვენახის აჩეხა" ნაცების ოფიციალური პოლიტიკა იყო - ჩემი თვალით მაქვს ნანახი სააკაშვილის პრემიერის, ხალხში „გლაზოკად" წოდებული ლადო გურგენიძის ბრძანებულება, რომელიც გლეხებს ვენახის აჩეხვაში 2500 ლარს ჰპირდებოდა!
ჰოდა, ამ „ვაზის გაჩეხით" აპირებდნენ ნაცები კახეთში აჯანყების მოწყობას, 10-მანეთიანი მომიტინგეებიც ჩამოიყვანეს ქუჩაში, მაგრამ ჩაფლავდნენ! თუმცა, ამაზე არ გაჩერდებიან და დესტაბილიზაციის კიდევ არაერთი მცდელობა იქნება!
სააკაშვილი მანამდე არ მოისვენებს, სანამ საქართველოში სისხლისღვრას არ მოაწყობს! მითუმეტეს, რომ სამთავრობო კოალიციაში უკვე თავდაცვის მინისტრიანი რესპუბლიკური პარტია ჰყავთ! წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, რესპუბლიკელებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიც რომ ჩაეგდოთ ხელში!
მე პირდაპირ მოვუწოდებ ირაკლი ღარიბაშვილს: ბატონო პრემიერო, გამოაჩინეთ კბილები, თორემ ლიბერასტი გველები დაგგესლავენ!
სანამ ნაცები და რესპუბლიკელები, პოლიციაში, ჯარში, სასამართლოებსა და პროკურატურაში შემორჩენილი სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენების დახმარებით, თბილისურ „მაიდანს" მოაწყობენ, მანამდე არის მოქმედება საჭირო!
გამოაქვეყნეთ სამეგრელოს სამალავებში ნაპოვნი გასაიდუმლოებული ვიდეომასალა და ნაცბანდა მეორე დღეს აღარ იარსებებს!
- თქვენი აზრით, ხალხმა უნდა ნახოს სააკაშვილის რეჟიმის ეს ამაზრზენი დანაშაულები?
- დიახაც, ყველამ უნდა ნახოს ეს! და მერე ვნახოთ, ვინ გამოვა და ამაყად იტყვის, მე ნაცი ვარო!
ძალიან დიდი იმედი მაქვს მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძისა, რომელიც შეუპოვრად ებრძვის ნაცსახელმწიფო დამნაშავეებს! პირადად არ ვიცნობ ამ ახალგაზრდა კაცს, მაგრამ კარგად მახსოვს, ნაცების მიერ იური ვაზაგაშვილის სასტიკი მკვლელობისთანავე როგორ ჩავიდა შემთხვევის ადგილას და თვალზე ცრემლმომდგარი გულწრფელად განიცდიდა მომხდარს!
ყველა ნაცი დამნაშავე ციხეში უნდა გამოკეტონ - სააკაშვილით დაწყებული და უკანასკნელი ზონდერებით დამთავრებული!
სწორედ ეს არის ხალხის მოთხოვნა, რომელიც გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ამერიკის ან ევროპის შეშფოთება, პოლიტიკური მოტივებით ოპონენტები არ უნდა იდევნებოდნენო!
ვინ არის პოლიტპატიმარი - უგულავა, ახალაია თუ მერაბიშვილი?! ერთი, გამოუშვან გარეთ ეს „პოლიტპატიმრები" და ხალხის სამსჯავროზე გაირკვევა, ვინ - ვინ არის!
P. S. ინტერვიუს დასრულებისთანავე ბატონმა ელიზბარმა „ასავალ-დასავალისთვის" საჩუქრად გადმომცა ამ დღეებში გამოცემული წიგნი - „მართალს ვიტყვი, შევიქმნები ტყუილისა მოამბედ რად?!", რომელშიც, მის პუბლიცისტურ წერილებთან და ლიტერატურულ კრიტიკასთან ერთად, შესულია ნაშრომი „ფიქრები ლაშა ნადარეიშვილის პოეზიაზე"... ვის-ვის და, ელიზბარ ჯაველიძეს „მართლის თქმაში" დღევანდელ საქართველოში ცოტა ვინმე თუ შეედრება!
ესაუბრა გიორგი გიგაური
გაზეთი „ასავალ-დასავალი"