„სამართლიანობის აღდგენამდე ცოტა გრძელი გზაა, მაგრამ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან", - აცხადებს ზაზა პაპუაშვილი „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში. დეპუტატის თქმით, ის, რომ დამნაშავეები ჯერ კიდევ დაუსჯელები არიან და „ნაციონალური მოძრაობა" მთავარი ოპოზიციური ძალაა, ამით ანგარიში გაეწია ქვეყნის სტაბილურობას.
„მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩავეფლობოდით ძალიან მაგარი შურისძიების ჭაობში. თუმცა მე გაორება მჭირდა, მედალს ორი მხარე აქვს. იმის ძახილმა, რომ ამათ სახე შევუნარჩუნოთ, ბევრ ადამიანს ატკინა გული. როგორც ადამიანს, ნერვები მეშლება, როცა ვხედავ, როგორ დაწინაურდნენ მეზობელ ქვეყანაში დამნაშავე ფიგურანტები და მათ პასუხი არ მოეთხოვათ ჩადენილი დანაშაულის გამო. მგონია, რომ ეს დროებითია. ჩვენმა ხელისუფლებამ კანონისა და კონსტიტუციის თამასა მაღლა ასწია. ასე ქვეყნის უახლეს ისტორიაში არასოდეს ყოფილა... ვიმეორებ, მაინც სჯობდა მოთმინება, რათა ქვეყანაში სიმშვიდე შენარჩუნებულიყო", - განაცხადა პაპუაშვილმა.
წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)