reportiori.ge - ქიბარ ხალვაში: ძმებ ყარამანაშვილებს ტელედებატებში ვიწვევ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 13:14
პრეს-დაიჯესტი
ქიბარ ხალვაში: ძმებ ყარამანაშვილებს ტელედებატებში ვიწვევ!
ავტორი:
13 ოქტომბერი, 2015. 15:34


ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ძმებ ყარამანაშვილებს ტელედებატებში იწვევს. აღნიშნულთან დაკავშირებით ხალვაში განცხადებას ავრცელებს:

 

ღია ეთერში, ტელედებატების ფორმატში, სასაუბროდ ვიწვევრუსთავი 2"-ის ნომინალურ მფლობელებს, ძმებ ყარამაშვილებსთუ სურთ ორივეს ერთად, თუ სურთ - ერთ-ერთს. ვფიქრობ, მართებული იქნება, სწორედ ამ ფორმატში გავშალოთ დისკუსია და სულ რამდენიმე წუთში გახდება ცხადი, ვის წარმოადგენენ რეალურად ყარამანაშვილები და მათი ტელეკომპანიასაქართველო".



საკმაო ხანს ვიკავებდი თავს მედიასივრცეში აქტიურობისგან. მიმაჩნია, რომ ჩემი საკუთრების უფლების საკითხი, მათ შორისრუსთავი 2"-ის წილებთან  მიმართებაში, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, როგორც ეს, ნებისმიერ ქონებრივ დავასთან დაკავშირებითყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება.



ფაქტია,  „რუსთავი 2"-ის დღევანდელი მენეჯმენტის მიერ მართული, პროპაგანდისტულ მანქანად ქცეული საინფორმაციო სამსახური სრულად არის გადართული საკითხის ფაქტობრივი გარემოებებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანაზე. სწორედ ამ მიზნით ხდება ყოფით ნიადაგზე მომხდარი სხვადასხვა შემთხვევების ამსახველი მსხვილ-მსხვილი სიუჟეტებისთვის ეთერის დათმობა, სადაც მტკიცებით ფორმაში მიეწოდება მაყურებელს ინფორმაცია, თუ აი თურმე რატომ იღებს სასამართლორუსთავი 2"-ის და მისი ნომინალური მფლობელის - ტელეკომპანიასაქართველოს" ქონების და წილების დაყადაღების გადაწყვეტილებას.



ეს არ არის მთავარი. ეს პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი მენეჯმენტის სტილია, რომელსაც იმავდროულად და არანაკლებ აღელვებს კომპანიის ხარჯზე მოწყობილი საკუთარი კეთილდღეობა და მისი დაკარგვის შიში. ამ სტილს ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი წლებია იცნობს და მასში იგი ირონიულ ღიმილსღა თუ იწვევს.


მთავარი ის არის, რომ პროპაგანდისმამები" მაყურებლის შეცდომაში შეყვანას და საკითხის რეალური და ფაქტობრივი გარემოებებიდან მათი ყურადღების გადატანას ყველა ხრიკით და ხერხით ცდილობენ. პარალელურად, ნაპროკურორალი დირექტორი  გვარამია აკეთებს ხმამაღალ განცხადებებს, რომ დიახ, იქნება ზეწოლა სასამართლოზე და ბოლოში დასძენს - კანონის ფარგლებში. ალბათ, ოდესმე, იურისტი გვარამია განმარტავს, რომელი კანონი ითვალისწინებს სასამართლოზე ზეწოლას და რომელი კანონქვემდებარე აქტი განსაზღვრავს ზღვარს ზეწოლასა და მედიის მიერ ფაქტების მიუკერძოებელ გაშუქებას შორის.



მე მხოლოდ იმას შევახსენებრუსთავი 2"-ის ნომინალური მფლობელების მიერ დანიშნულ დირექტორს, რომ სასამართლო არც ჩემია და არც მისი. სასამართლო არის ინსტიტუცია, რომელიც უზენაესია დემოკრატიულ საზოგადებაში და რომელიც, ნორმალურ საზოგადოებაში არც ზეწოლას ექვემდებარება და არც შანტაჟს. არც იმის გახსენება იქნება ურიგო გვარამიასთვის, თუ დამოუკიდებლობის რა ხარისხით სარგებლობდა სასამართლო მისი პროკურორობისას და დამოუკიდებლობის რა ხარისხია დღევანდელ სასამართლო სისტემაში. ნუ იტყვის ხმამაღლა, თავისთვის შეიხსენოს.



თუმცა, მე ნომინალური მფლობელების მიერ დანიშნულ .. დირექტორთან საქმე არ მაქვს... თავად ამ ნომინალურ მფლობელებს კი ამ საჯარო განცხადებით ვიწვევ ტელედებატებში, თუნდაცრუსთავი 2"-ისავე ღია ეთერში. ველი მათ გამოხმაურებას ორი დღის განმავლობაში.


ქიბარ ხალვაში

13
ოქტომბერი, გერმანია

 

 

წყარო: For.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016