„ბატონო ბიძინა! გთხოვთ, საბოლოოდ სამშვიდობოს გაიყანოთ საქართველო. თქვენ ეს შეგიძლიათ და ეს არ შეუძლია თქვენ გარდა არავის!"- მიმართავს პოეტი რეზო ამაშუკელი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს „ასავალ-დასავალის" მეშვებოით.
ამაშუკელის განცხადებით „რესპუბლიკური პარტია" საქართველოს მომავალს ჩრდილს აყენებს.
„მივმართავ ერის იმ ნაწილს, ვისთან საუბრის უფლებაც თავად ხალხმა მომცა და ვაცხადებ: თუ რესპუბლიკური პარტია და მსგავსად მოაზროვნე ხალხი იქნება საქართველოში, ქვეყანა დამთავრდება და ამიტომ სამკვდრო-სასიცოცხლო ომს ვუცხადებ! დღეს სამშობლოს მომავლის გადარჩენა ბიძინა ივანიშვილთან მაქვს გაიგივებული, რომელმაც ხალხთან ერთად ამ შავი ჭირის ჩამოცილება მოახერხა, მაგრამ ისინი, ვისაც ასე სძულს ჩემი ქვეყანა, ქირურგიულადაც უნდა მოიკვეთონ. დაბოლოს, თქვენი გაზეთის საშუალებით კითხვას დავსვამ: საქართველო ქართველებს ასე რატომ სძულთ? მე ჩემი ქვეყნის სიყვარული მალაპარაკებს, მოვა დრო და ჩემს სიმართლეში ყველა დარწმუნდება.
ბატონო ბიძინა! გთხოვთ, საბოლოოდ სამშვიდობოს გაიყანოთ საქართველო. თქვენ ეს შეგიძლიათ და ეს არ შეუძლია თქვენ გარდა არავის!"- აღნიშნავს ამაშუკელი.