reportiori.ge - ირმა ინაშვილი: ჩემს გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 17:11
პრეს-დაიჯესტი
ირმა ინაშვილი: ჩემს გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ!
ავტორი:
14 ოქტომბერი, 2015. 01:25


„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით იგი დარწმუნებულია, რომ საგარეჯოში არჩევნებს მოიგებს, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის" მცდელობა, თამარ ხიდაშელის კანდიდატურას წინასაარჩევნო პიარი გაუკეთოს, რომელშიც სახელისუფლებო რესურსიც იხარჯება, უშედეგოა.


ამის შესახებ ინაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.  

 

 

რა თქმა უნდა, ჩემს გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ და ხელისუფლებას ტყუილად აქვს იმის იმედი, რომ ირმა ინაშვილი ბრძოლას გამოეთიშება!

საგარეჯოს რაიონში, კერძოდ, იორმუღანლოში, რესპუბლიკური პარტია სამარცხვინო ტყუილებს ავრცელებს, თითქოს ირმა ინაშვილს მუსლიმანი მოსახლეობა სძულს, თითქოს ირმა ინაშვილი მეჩეთების მშენებლობას ეწინააღმდეგება და ..

 

ხმამაღლა მინდა განვაცხადო - მე, სწორედ ჩვენი მუსლიმანების დიდ ნაწილთან ერთად, ვაპროტესტებდი არა ზოგადად მეჩეთების მშენებლობას, არამედ კონკრეტულად იმას,რომ ბათუმში უნდოდათ სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენება, რაზეც თურქული ფული უნდა დახარჯულიყო და სადაც თურქი მუფტი უნდა მჯდარიყო.

 

ჩვენ მიერ გამოკითხულ 60 ათას ადამიანს შორის 20 ათასი ქართველი მუსლიმანი იყო და მათ უარი თქვეს აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენებაზე.

 

მინდა, მოვუწოდო, საგარეჯოს რაიონში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, ჩემს მუსლიმან ძმებსა და დებს - რესპუბლიკელების უსინდისო ტყუილებს არ დაუჯეროთ!"- აცხადებს ინაშვილი.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016