reportiori.ge - ლევან ლორთქიფანიძე: ძალიან წამგებიანი სტრატეგიაა, როცა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ითხოვ ვადამდელ არჩევნებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 16:55
პრეს-დაიჯესტი
ლევან ლორთქიფანიძე: ძალიან წამგებიანი სტრატეგიაა, როცა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ითხოვ ვადამდელ არჩევნებს
ავტორი:
14 ოქტომბერი, 2015. 10:18


„მწვანე მუშტის" დამფუძნებელი, ახალგაზრდა პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე „ნაციონალური მოძრაობის" დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით „კვირის ქრონიკას" ესაუბრა. მისი თქმით, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, „ნაციონალები" ცდილობენ, საზოგადოებას შეახსენონ, რომ ისინი არსებობენ და ჰყავთ მხარდამჭერები. პოლიტოლოგის თქმით, წამგებიანი სტრატეგიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.


„მათი სამობილიზაციო ფუნქციიდან გამომდინარე, აქცენტი გაკეთებული აქვთ ეროვნული მოძრაობის დაწყებაზე და ხელისუფლების გადადგომაზე. ძალიან წამგებიანი სტრატეგიაა, როცა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ითხოვ ვადამდელ არჩევნებს. ძალიან ბევრი გამოკითხვა ჩატარდა და მოსახლეობის უმრავლესობა არჩევნებამდე 11 თვით ადრე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. საქართველო უკვე შევიდა საარჩევნო ციკლში და ფაქტობრივად, დაწყებულია საარჩევნო კამპანია. შესაბამისად, „ნაცმოძრაობის" ლოზუნგი თავიდანვე ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია", - განაცხადა ლორთიფანიძემ.



წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016