„მწვანე მუშტის" დამფუძნებელი, ახალგაზრდა პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე „ნაციონალური მოძრაობის" დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით „კვირის ქრონიკას" ესაუბრა. მისი თქმით, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, „ნაციონალები" ცდილობენ, საზოგადოებას შეახსენონ, რომ ისინი არსებობენ და ჰყავთ მხარდამჭერები. პოლიტოლოგის თქმით, წამგებიანი სტრატეგიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
„მათი სამობილიზაციო ფუნქციიდან გამომდინარე, აქცენტი გაკეთებული აქვთ ეროვნული მოძრაობის დაწყებაზე და ხელისუფლების გადადგომაზე. ძალიან წამგებიანი სტრატეგიაა, როცა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ითხოვ ვადამდელ არჩევნებს. ძალიან ბევრი გამოკითხვა ჩატარდა და მოსახლეობის უმრავლესობა არჩევნებამდე 11 თვით ადრე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. საქართველო უკვე შევიდა საარჩევნო ციკლში და ფაქტობრივად, დაწყებულია საარჩევნო კამპანია. შესაბამისად, „ნაცმოძრაობის" ლოზუნგი თავიდანვე ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია", - განაცხადა ლორთიფანიძემ.
წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)