reportiori.ge - გელა ნიკოლაიშვილი: ეს არის მიზანმიმართული ზეწოლა ურთმელიძეზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 16:52
პრეს-დაიჯესტი
გელა ნიკოლაიშვილი: ეს არის მიზანმიმართული ზეწოლა ურთმელიძეზე
ავტორი:
14 ოქტომბერი, 2015. 10:56


საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მოსამართლეზე ზემოქმედება დასჯადი ქმედებაა. იურისტები შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, ადეკვატური შეფასება მისცენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის წინააღმდეგ დაწყებულ ცილისწამებლურ კამპანიას. იურისტი ირმა ჭკადუა მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, რომ გააკეთონ განცხადება მოსამართლე ურთმელიძის გარშემო განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.



მაშ ასეთამაზ ურთმელიძე „რუსთვი 2"-ის დაინტერესების ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე ტელეკომპანიარუსთავი 2"-ის ქონება დააყადაღანიკა გვარმიამ მოსამართლეს ქართული სასამართლო სისტემის სირცხვილი უწოდა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული მოსამართლეა.



მეტიც, გვარამია მაღალი ალბათობით ამტკიცებს, რომ მოსამართლე ურთმელიძე კორუფციაშია ჩაბმული და აღებული აქვს თანხა იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები გამოიტანოს. თუმცა, 18 სექტემბერს მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე ნიკა გვარამიამ აღიშნა, რომ მოსამართლეზე ასე შეგნებულად ისაუბრეს, რათა მოსამართლე გაღიზიანებულიყო და ვერ ყოფილიყო მიკერძოებული.



ამჯერად კი, „რუსთავი 2"- ობიექტივში მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედა მოექცა და იგი სიძის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ურთმელიძესთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც ტელეკომპანიარუსთავი 2"-მა გაავრცელა, სიცრუეა და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

რაც შეეხება დედისმდინარა გიორგობიანის მიმართ არსებული გამოძიების მიმდინარეობას, პროკურატურაში აცხადებენ, რომ 2014 წლის 7 იანვარს შსს- საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ვალერიან სილაქაძის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მდინარა გიორგობიანმა სიძეს - ვალერიან სილაქაძეს ნაჯახის დარტყმით მარცხენა ხელზე ჭრილობა მიაყენა.


სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჭრილობა წარმოადგენს ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კონფლიქტი მოხდა ოჯახში, დიასახლისის გარდაცვალების შემდეგ სიძე-სიდედრს შორის. კონფლიქტი პირდაპირ კავშირში იყო 12 წლის მცირეწლოვანი შვილიშვილის ინტერესებთან.



ექსპერტიზის დასკვნების ანალიზით, მდინარა გიორგობიანის ქმედების დაკვალიფიცირება მოხდა 118- მუხლის პირველი ნაწილით და არა მკვლელობის მცდელობით, რომლის დახატვასაც ცდილობსრუსთავი 2". მას შემდეგ რაც ბრალდების მხარე დარწმუნდა, რომ დაპირსპირებული ოჯახის წევრები შერიგებას არ აპირებდნენ, 2015 წლის 24 სექტემბერს, ვალერიან სილაქაძე ცნობილი იქნა დაზარალებულად, ხოლო 12 ოქტომბერს მდინარა გიორგობიანი მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსკ-ის მე-111,118- მუხლის 1 ნაწილით.



აქვე ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ვინაიდან გამოძიება ფაქტობრივად დასრულებულია, საქმე უახლოეს დღეებში წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. აღნიშნული ფაქტი, რომ უახლოეს დღეებში ხსენებული სისხლის სამართლის საქმე გადავა სასამართლოს წარმოებაში, კიდევ ერთხელ ადასტურებსრუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის აბსურდულობას", - აღნიშნულია გიორგი ბადაშვილის უწყების განცხადებაში.



მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გარშემო განვითარებულ მოვლებზე განმარტება გაკეთა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.



რადგან აღნიშნული საკითხები უკავშირდება მიმდინარე სამართლებრივ პროცესს, მე ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს დააზარალებს პროცესს. პროცესი გამჭვირვალეა, შუქდება და რადგან სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობს, პროცესი რომ არ დაზარალდეს, ამ პოზიციიდან გამომდინარე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ის, რაც დადგება პროცესზე, თქვენ შეგიძლიათ გააშუქოთ და შემდეგ შეფასებები გააკეთოთ", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.



იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კარგი იქნება, თუ სასამართლო მალე დაასრულებს განხილვას, რომ ჟურნალისტებმა მშვიდ გარემოში შეძლონ მუშაობა.



რუსთავი 2"-ის საქმეზე კარგი იქნება, თუ სასამართლო მალე დაასრულებს განხილვას, რომ თქვენ - ჟურნალისტებს მშვიდ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მოგეცეთ. ახლა კი მეორე - გუშინდელი სიუჟეტის შემდეგ მინდა ვთქვა, რომ იქნებ მოსამართლეს მისი ოჯახური საკითხების ასეთი ტიპის, ასეთი მეთოდით გამორკვევის გარეშე ვაცადოთ, მშვიდად მიუდგეს ამ საქმეს. ეს არ არის რიგითი საქმე და ყველა მოსამართლეს, პირველ რიგში, ამ მოსამართლეს, მივცეთ ოჯახური საკითხების საჯაროდ გამორკვევის გარეშე, მშვიდ გარემოში საქმის განხილვის საშუალება", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას თეა წულუკიანმა.



იურისტი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ ის, რაც ტელეკომპანიარუსთავი 2"-მა მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით გააკეთაიყო მინი-სასამართლო პროცესი, რითაც მოხდა მოსამართლის დისკრედიტაცია.



რასაკვირველია, ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე და უშუალოდ მოსამართლეზე. დღეს თავდასხმის ობიექტი იყო ურთმელიძე, ხვალ შეიძლება იგივე მოხდეს სხვა მოსამართლის წინააღმდეგ. დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ ბატონი გვარამიას განცხადებები ეს არის სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა და აშკარა ზემოქმედება სასამართლოზე.



რუსთავი 2"-მა მინი-სასამართლო პროცესი მოუწყო მოსამართლეს, რითაც დაირღვა როგორც უშუალოდ მოსამართლე ურთმელიძის, ასევე მისი ოჯახის წევრების უფლებები. მითუმეტეს, რომ საქმე ეხებოდა არასრულწლოვან ბავშვს, აშკარაა, რომ მიზანმიმართულად უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებებ. მოვუწოდებ საქართველოში მოქმედ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მკაცრი რეაგირება მოახდინონ იმაზე, რაცრუსთავი 2"-მა გააკეთა", - აცხადებს ირმა ჭკადუა.



იურისტი ასევე მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, რომ გააკეთონ განცხადება მოსამართლე ურთმელიძის გარშემო განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.



მინდა, მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, ისინი ძალიან ხშირად აღშფოთდებიან ხოლმე, კეთილი ინებონ და სასწრაფოდ გააკეთონ განცხადება ამასთან დაკავშირებით, რაც ხდება მოსამართლე ურთმელიძის გარშემო. მიმაჩნია, რომ კურსი, რომელსაცრუსთავი 2" ატარებს, ანტისახელმწიფოებრივია, ყოველდიურად ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტების დემორალიზაცია", - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.



მოსამართლე ურთმელიძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, მიზანმიმართულ ზეწოლად აფასებს იურისტი გელა ნიკოლეიშვილი,რომლის განცხადებით, მოსამართლეზე ზემოქმედება კანონით ისჯება.



ეს არის მიზანმიმართული ზეწოლა ურთმელიძეზე. ერთ შემთხვევაში ამტკიცებენ, რომ ადამიანმა ქრთამი აიღო, ხოლო მეორე შემთხვევაში ამბობენ, რომ დედის ქმედების გამო გამოჭერილი ჰყავთ. თან ფულს იღებს და თან გამოჭერილია, ეს არ ვიცი... თუ გამოჭერილია ადამიანი, იმას ფულს რაში გადაუხდიან?" - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლიშვილი.

 

 

 

წყარო: For.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016