„რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ხელისუფლების სისუსტეზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანები ნაცების მხარდამჭერებად მოგვევლინებიან", - ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა 9 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებს ვერ გამოისყიდის.
„მათ ისე გაამწარეს ხალხი და იმდენი ოჯახი გააუბედურეს, ამ ტალახს ვერასოდეს ჩამოირეცხავენ. იმ ლურჯი მელასი არ იყოს, ლურჯი საღებავით გადაღებვაც არ უშველით", - განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, პოლიტიკურ ასპარეზზე „რესპუბლიკელები" „ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორები არიან.
„რესპუბლიკელები" ნაცების „დაუძინებელი მეგობრები" არიან. რესპუბლიკური პარტია „ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნას თავის გასაძლიერებლად იყენებენ", - აღნიშნა ბარამიძემ.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)