reportiori.ge - გიგლა ბარამიძე: ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანები ნაცების მხარდამჭერებად არ მოგვევლინებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 16:56
პრეს-დაიჯესტი
გიგლა ბარამიძე: ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანები ნაცების მხარდამჭერებად არ მოგვევლინებიან
ავტორი:
14 ოქტომბერი, 2015. 11:21


„რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ხელისუფლების სისუსტეზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანები ნაცების მხარდამჭერებად მოგვევლინებიან", - ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა 9 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებს ვერ გამოისყიდის.

 

„მათ ისე გაამწარეს ხალხი და იმდენი ოჯახი გააუბედურეს, ამ ტალახს ვერასოდეს ჩამოირეცხავენ. იმ ლურჯი მელასი არ იყოს, ლურჯი საღებავით გადაღებვაც არ უშველით", - განაცხადა ბარამიძემ.

 


მისი თქმით, პოლიტიკურ ასპარეზზე „რესპუბლიკელები" „ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორები არიან.



„რესპუბლიკელები" ნაცების „დაუძინებელი მეგობრები" არიან. რესპუბლიკური პარტია „ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნას თავის გასაძლიერებლად იყენებენ", - აღნიშნა ბარამიძემ.

 

 

 

 

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016