reportiori.ge - სოსო ცისკარიშვილი: ის, რაც 2007 წელს მოხდა „იმედში“, იმის მეასედი ზეწოლა არ ყოფილა „რუსთავი 2“-ის მიმართ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 16:39
პრეს-დაიჯესტი
სოსო ცისკარიშვილი: ის, რაც 2007 წელს მოხდა „იმედში“, იმის მეასედი ზეწოლა არ ყოფილა „რუსთავი 2“-ის მიმართ
ავტორი:
14 ოქტომბერი, 2015. 11:47


NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელიც ეხება პარტნიორობისა და სტაბილურობის გაძლიერებას NATO-ს ღია კარისა და პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს მოუწოდებს, სრულად განახორციელოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში აღნიშნული რეკომენდაციები. კერძოდ, რეზოლუციაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჰელსინკის 2015 წლის დეკლარაციის რეკომენდაციებში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით დევნა და ყურადღება გამახვილებულია მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე.


პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ მოერგოს NATO-ს სტანდარტებს. რაც შეეხება ცალკეულ მითითებებს თუ რეზოლუციებს, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში მიღებულ იქნა საქართველოს მიმართ, ცისკარიშვილი for.ge-სთან საუბარში სამწუხაროს უწოდებს.


ვწუხვარ, რომ არავინ აღმოჩნდა ჩვენს ხელისუფლებაში, რომელიც თავს ვალდებულებად ჩათვლიდა, მოეძია, რა თქმა უნდა, თუ ასეთი ბუნებაში არსებობდა, ანალოგიური კრიტიკული შეფასებები 2004-2012 წლებში საქართველოს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც დღეს არის საყვედური იმაზე, რომ თურმე მედიას საშინელი დღეები დაუდგა და თურმე თავისუფალ მედიას აღარ ეძლევა საქმიანობის შესაძლებლობა. იქნებ ამ ორგანიზაციებმა გამოგვიგზავნონ იმდროინდელი გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველომდე არ მოსულა, კერძოდ კი, 2007 წელს ტელეკომპანიაიმედის" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ის, რაც 2007 წელს მოხდაიმედში", იმის მეასედი ზეწოლა არ ყოფილარუსთავი 2"-ის მიმართ. თუმცა, ასეთი სკანდალის აწევა თავადრუსთავი 2"- ოცნებაა და მიაღწიეს კიდეც მიზანს", - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.


მისივე თქმით, ქართველი საზოგადოებისთვის ძნელად ასატანია, როდესაც თავისუფალ მედიაზე ზემოქმედებაზე საუბრობს ადამიანი, რომელიც 2007 წელს თავად იყო უმაღლესი თანამდებობის მქონე პროკურორი, რომლის განცხადებები და ქმედებები ტელეკომპანია „იმედთან" და ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია.

 

დღეს, როდესაც ასეთი ადამიანი გვევლინება როგორც თავისუფალი მედიის ბაირახტარი, ასეთი ნაბიჯები მართლაც ვნებს ქართულ მედიას და უპირველეს ყოვლისა, თავადრუსთავი 2"-. რადგან ჩვენი საზოგადოებისთვისრუსთავი 2" და მისი დღევანდელი გენერალური დირექტორი, როგორც ძალიან საეჭვო ღირებულებების მქონე მოქალაქე, აბსოლუტურად განსხვავებული თემებია. ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო იქნებოდა, რა რეაგირება ჰქონდათ იმ მოვლენებზე იმ სტრუქტურებს, რომლებიც ახლა ჭკუას გვასწავლიან და ჩათრეული არიან სრულიად ყალბ კამპანიაში", - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.



 

წყარო: For.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016