reportiori.ge - გიგლა ბარამიძე: ნაცები საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, შეკვეთილ მკვლელობებსაც არ მოერიდებიან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 16:40
პრეს-დაიჯესტი
გიგლა ბარამიძე: ნაცები საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, შეკვეთილ მკვლელობებსაც არ მოერიდებიან!
ავტორი:
14 ოქტომბერი, 2015. 16:20


„ნაცები საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, შეკვეთილ მკვლელობებსაც არ მოერიდებიან. მითუმეტეს, რომ უკვე გაჟღერდა ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმებზე", - ამის შესახებ გიგლა ბარამიძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი ამბობს, საგულისხმოა მიხეილ სააკაშვილის მოქმედებებიც.

 

„დააკვირდით, რას აკეთებს უკრაინაში გაქცეული სააკაშვილი. ამ საერთაშორისო მაწანწალამ, დღე არ გავა, საქართველოზე არ ილაპარაკოს. ის ოდესაზე მეტად საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობს. მისი ოცნებაა, საქართველოში დესტაბილიზაცია მოაწყოს; ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, ის კი განმათავისუფლებელი გმირივით ჩამოვიდეს. მოკლედ, ნაცები სერიოზულად ემზადებიან.  რამდენადაც ჩემთვის ცნობილიa, ისინი დიდი ფულის დახარჯვასაც აპირებენ ქუჩაში სტუდენტების გამოსაყვანად. მინდა, ყველა გავაფრთხილო, დაგეგმილია ღარიბაშვილის მთავრობის ახალ წლამდე დამხობა. მოვუწოდებ სტუდენტობას, არ გაბრიყვდნენ და არ ჩაებან ამ უბინძურეს პროვოკაციაში", - განაცხადა ბარამიძემ.

 

 

 

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016