„ნაცები საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, შეკვეთილ მკვლელობებსაც არ მოერიდებიან. მითუმეტეს, რომ უკვე გაჟღერდა ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმებზე", - ამის შესახებ გიგლა ბარამიძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი ამბობს, საგულისხმოა მიხეილ სააკაშვილის მოქმედებებიც.
„დააკვირდით, რას აკეთებს უკრაინაში გაქცეული სააკაშვილი. ამ საერთაშორისო მაწანწალამ, დღე არ გავა, საქართველოზე არ ილაპარაკოს. ის ოდესაზე მეტად საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობს. მისი ოცნებაა, საქართველოში დესტაბილიზაცია მოაწყოს; ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, ის კი განმათავისუფლებელი გმირივით ჩამოვიდეს. მოკლედ, ნაცები სერიოზულად ემზადებიან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილიa, ისინი დიდი ფულის დახარჯვასაც აპირებენ ქუჩაში სტუდენტების გამოსაყვანად. მინდა, ყველა გავაფრთხილო, დაგეგმილია ღარიბაშვილის მთავრობის ახალ წლამდე დამხობა. მოვუწოდებ სტუდენტობას, არ გაბრიყვდნენ და არ ჩაებან ამ უბინძურეს პროვოკაციაში", - განაცხადა ბარამიძემ.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)