reportiori.ge - რატომ გაათავისუფლეს 169-ე ბაგა-ბაღის დირექტორი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 16:43
პრეს-დაიჯესტი
რატომ გაათავისუფლეს 169-ე ბაგა-ბაღის დირექტორი?
ავტორი:
14 ოქტომბერი, 2015. 21:38


9 ოქტომბერს  თბილისის  169-ე  საჯარო ბაგა-ბაღის დირექტორი ფიქრია  ჩახნაშვილი   თანამდებობიდან გათავისუფლდა,  რასაც  ბაღის თანამშრომლებისა და მშობლების ნაწილის პროტესტი მოყვა. თუ რა არის ბაღის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების რეალური მიზეზი   ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, თემურ თორდინავას ვესაუბრეთ.


ბატონო თემურ, რის გამო გაათავისუფლეთ თანამდებობიდან ფიქრია ჩახნაშვილი?


დღემდე ვერიდებოდი ამ თემაზე საჯაროდ საუბარს და ზოგადი კომენტარებით შემოვიფარგლებოდი დარღვევების შინაარსიდან გამომდინარე, მაგრამ რადგან  მოხდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ყოფილი დირექტორის და მისი მხარდამჭერების მიერ, გეტყვით, რომ 169-ე ბაგა-ბაღის დირექტორი  ფიქრია ჩახნაშვილი თანამდებობიდან   მნიშვნელოვანი  ფინანსური და საკვებ  პროდუქტებთან  დაკავშირებული დარღვების გამო  განთავისუფლდა. კერძოდ,  სურსათის აღრიცხვის ჟურნალში პროდუქტების მიღები-ჩაბაღების  აღრიცხვა ხორციელდებოდა არასწორად.  წინასწარ იყო შეძენილი მთელი კვირის მარაგი საქონლის ხორცი და დარღვეული იყო მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობები და ვადები.


ესევე ჩვენმა მონიტორინგის ჯგუფმა  #169 საბავშვო ბაგა-ბაღში  აღმოაჩინა მნიშვნელოვანი ფინანსური დარღვევები.   2015 წელს განხორციელებული სარემონტო სამუშაოების შესყიდვის, საერთო ღირებულებით 22706.4 ლარი, დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შესრულებულ სამუშაოზე ზედმეტად გადარიცხული იქნა 2820 ლარი. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს შესაბამისი აუდიტორული კომპანია და ეთანხმება სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაციაც, რომელმაც გამოთქვა მზაობა ზედმეტად არამიზნობრივად ჩარიცხული თანხის საბავშვო ბაგა-ბაღის შესაბამის საბანკო ანგარიშზე დაბრუნების თაობაზე.


საფინანსო-სამეურნეო და სხვა შინაარსის დარღვევა ბაგა-ბაღების მონიტორინგის  სამსახურმა  სამი თვის წინაც აღმოაჩინა, რის შემდეგაც  ბაღის დირექტორს დისციპლინური სასჯელის ზომა, საყვედური გამოეცხადა.  განმეორებითი დარღვევის აღმოჩენის შემდეგ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მიიღო გადაწყვოეტილება დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.


რას ეტყვით იმ მშობლებს, რომლებიც ითხოვენ დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნებას?


სამწუხაროა, რომ ყოფილ დირექტორს მშობლები შეცდომაში ყავს შეყვანილი. მათ არ აქვთ ინფორმაცია,  რეალურად რის გამო განთავისუფლდა  ქალბატონი ფიქრია.  ვერ წარმომიდგენია მშობელი, რომელმაც იცის რომ  ბაღში დირექტორი ვადაგასულ ხორცს აჭმევს  ბავშვებს და მის  დაბრუნებას ითხოვს. ამ საკითხთან დაკავშირებით მშობლები და სხვადასხვა ადამიანები იყვნენ მოსულები სააგენტოში და ავუხსენი რეალური მიზეზი რის გამოც მივიღე ეს გადაწყვეტილება.  მე ყოველთვის ვიქნები საკმაოდ პრინციპული ბაღის ყველა  იმ თანამშრომლის მიმართ  ვინც ზედაპირულად მოეკიდება ბავშვების  უსაფრთხოებას, არამიზნობრივად დახარჯავს სახელმწიფო სახსრებს და ა.შ.


ქალბატონი ფიქრია სხვა მიზეზებს ასახელებს, რომ თქვენ მანამდე თანამშრომლების განთავისუფლება მოსთხოვეთ რაც არ შეასრულა და ამის გამო გაანთავისუფლეთ თანამდებობიდან ...


ეს არის სიცრუე და ქალბატონ ფიქრიას არა მხოლოდ მშობლები, საზოგადოების სხვა ნაწილიც შეცდომაში შეყავს. 9 ოქტომბერს,  როდესაც მას ამ გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობეთ და   განთავისუფლების საფუძველი ავუხსენით,    დოკუმენტის ასლიც გავატანეთ. რატომ არ აჩვენა ეს მშობლებს? ჩვენმა მონიტორინგის სამსახურმა დარღვევები სამი თვის წინაც გამოავლინა რის შესახებაც ქალბატონ ფიქრიას საყვედური გამოეცხადა,   იმ თანამშრომლებზე,   რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ გამოვლენილ დარღვევებში, რეკომენდაცია მიეცა სხვადასხვა დისციპლინური ღონისძიებების შესახებ, თუმცა განთავისუფლების ბრძანებაში მსგავსი საფუძველი ნამდვილად არ წერია.


ვურჩევ ქალბატონ ფიქრიას თავი შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან და სასწავლო პროცესის გამართულ მუშაობას ხელი არ შეუშალოს. შეუძლია იმოქმედოს ცივილიზებული ფორმებით, მიმართოს სასამართლოს და ამ გზით დაამტკიცოს საკუთარი „სიმართლე".


თქვენი გადაწყვეტილება არ შეიცვლება?


გადაწყვეტილება  არ შეიცვლება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე ვიქნები ყველა ბაღის  თანამშრომლის უფლებების დამცველი, თუმცა პრინციპული ვიქნები  იმ დარღვევებზე,  რომელიც ბავშვების უსაფრთხოებას და სახელმწიფო ქონების რაციონალურ ხარჯვას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. 



წყარო: „ახალი თაობა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016