reportiori.ge - მანანა კობახიძე: ღიად ხდება მოსამართლის შეურაცხყოფა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 16:44
პრეს-დაიჯესტი
მანანა კობახიძე: ღიად ხდება მოსამართლის შეურაცხყოფა
ავტორი:
15 ოქტომბერი, 2015. 11:06


„ის ქმედებები, რასაც „რუსთავი 2" და ბატონი გვარმია ახორციელებენ, არის მიზანმიმართული ქმედება მოსამართლოს დისკრედიტაციის მიზნით", - ასე გამოეხმაურა for.ge-სთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე „რუსთავი 2"-ის ბრალდებას მოსამართლე თამაზ ურთმელიძესთან დაკავშირებით.


დეპუტატის განცხადებით, რომელი მოსამართლეც არ უნდა ყოფილიყო ამ საქმის განმხილველი, დარწმუნებულია, რომ ყველას მიმართით „რუსთავი 2" და ნიკა გვარამია მოიქცეოდა ამგვარად.

 

ვფიქრობ, რომ მოსამართლემ ყველანაირად უნდა გაუძლოს ასეთი ტიპის თავდასხმებს. თუ ვერ გაუძლებს ასეთი ტიპის თავდასხმას, მაშინ ეს საქმე კი არ უნდა აიცილოს, არამედ, საერთოდ უნდა ჩამოშორდეს სასამართლო ხელისუფლებას",- განაცხადა კობახიძემ.

 

ჟურნალისტის კითხვაზე - რამდენად ეთიკურია მხარის მიერ საქმეში ოჯახის წევრების ჩარევა და მით უმეტეს არასრულწლოვანის? მანანა კობახიძე პასუხობს:

 

ეს არის პირდაპირ პროცესუალური დარღვევა. აუცილებლად, მოსამართლემ უნდა გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ყველა ის ბერკეტი, რომ მხარეს არ მისცეს სასამართლოს და მოსამართლის შეურაცხყოფის უფლება. როდესაც ღიად ხდება მოსამართლის უპატივცემულობა და შეურაცხყოფა, ასეთ შემთხვევაში, მოსამართლემ ყველა ზომას უნდა მიმართოს, მათ შორის დარბაზიდან გაძევებისა და დაჯარიმების ჩათვლით. სხვანაირად ვერ შედგება მართლმსაჯულება. ყველა ვალდებულია, პატივი სცეს სასამართლოს და მით უმეტეს გვარამია, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის გამოცდილება აქვს და ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მოქცეს მოსამართლეებს", - აცხადებს კობახიძე.

 

დეპუტატის განმარტებით, გვარამია არღვევს კანონს და მოსამართლემ უნდა აიძულოს ეს ადამიანი, რომ კანონი იქნას დაცული.

 

მით უმეტეს, თუ ეს ხდება სასამართლოზე, ბუნებრივია, მოსამართლეს აქვს იმის ბერკეტი, რომ გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება და არ დაუშვას სასამართლოს შეურაცხყოფა როგორც გვარამიას, ასევე ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლის მხრიდან. რუსთავი 2"-ის და ნაციონალური მოძრაობის" ისტერიკა მიმართულია იმისკენ, რომ შექმნან არასტაბილურობის ფონი, რომელიც გამოადგებათ დესტაბილიზაციისთვის. ნურავინ მოიტყუებს თავს და ნუ იტყვის, რომ რუსთავი 2" არის თავისუფალი მედია. თავისუფალი მედია ნიშნავს, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ არ უნდა იყოს. რუსთავი 2" ნამდვილად არ არის თავისუფალი ნაციონალური მოძრაობის" გავლენისგან. შესაბამისად, მოგონილია თემა, რომ თურმე თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა", - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გამოცემასთან საუბრისას.




წყარო: For.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016