reportiori.ge - მანანა კობახიძე: მათი მიზანია, ხელისუფლება ჩაითრიონ ამ დავაში, მაგრამ მათი განზრახვა სისრულეში ვერ იქნება მოყვანილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 16:46
პრეს-დაიჯესტი
მანანა კობახიძე: მათი მიზანია, ხელისუფლება ჩაითრიონ ამ დავაში, მაგრამ მათი განზრახვა სისრულეში ვერ იქნება მოყვანილი
ავტორი:
15 ოქტომბერი, 2015. 11:21


for.ge-სთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე „რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „რუსთავი 2"-ის და „ნაციონალური მოძრაობის" ისტერიკა მიმართულია იმისკენ, რომ შექმნან არასტაბილურობის ფონი, რომელიც გამოადგებათ დესტაბილიზაციისთვის.


ნურავინ მოიტყუებს თავს და ნუ იტყვის, რომრუსთავი 2" არის თავისუფალი მედია. თავისუფალი მედია ნიშნავს, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ არ უნდა იყოს. „რუსთავი 2" ნამდვილად არ არის თავისუფალინაციონალური მოძრაობის" გავლენისგან. შესაბამისად, მოგონილია თემა, რომ თურმე თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა. დღეს, ხელისუფლება არც ერთ მედიას არ აკონტროლებს და ამის სურვილიც არ აქვს. ამის მაგალითიამე-9 არხი", რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დახურა სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლების ხელში არ ყოფილიყო რომელიმე მედიასაშუალება. საქართველოში ყველამ იცის, რომრუსთავი 2" არის პარტიული ტელევიზია და არაფერი კავშირი სიტყვის თავისუფლებასთან არ აქვს", - აცხადებს მანანა კობახიძე და გამოცემასთან საუბრისას „რუსთავი 2"-სა და ქიბარ ხალვაშს შორის მიმდინარე დავასაც აფასებს.


მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლება არანაირად არ ერევა ამ დავაში. ჩვენ პოზიციაც არ შეიძლება გვქონდეს ამ დავასთან დაკავშირებით. დავა მიმდინარეობს კერძო პირებს შორის. ყოფილი მესაკუთრე ედავება ახალ მესაკუთრეს. ვინ მართალია და ვინ მტყუანი, ეს უნდა გაარკვიოს სასამართლომ. თურმე, რატომ მიმართა ყოფილმა მესაკუთრემ სასამართლოს და ამის გამო ადანაშაულო ხელისუფლება, ეს არის ძალიან დიდი უსინდისობა იმ ხალხისგან, ვისაც წარულშიც აქვსიმედის" დარბევის საქმე. უკაცრავად და რა გამოდის, ქიბარ ხალვაშს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ავუკრძალოთ? თურმენაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა უფლება, რომ დაეტერორებინა ტელევიზიები, დაეხურა თოქ-შოუები, ეცემა ჟურნალისტები, იძულებით წაერთმია ქონება მედიამფლობელებისთვის, მათ შორის თქვენთვის და ყველას კარგად გვახსოვს presa.ge- საკითხი, ამ დროს კი, კერძო პირს უფლება არ აქვს, მიმართოს სასამართლოს", - ამბობს კობახიძე.


ჟურნალისტის მინიშნებაზე, როდესაც ხელისუფლება აკეთებს განმარტებებს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ხელისუფლება ჩართულია ამ საქმეში... - დეპუტატი პასუხობს:


რა თქმა უნდა, მათი მიზანია, ხელისუფლება ჩაითრიონ ამ დავაში და თითოეულ ჩვენს განცხადებებში რაღაცა სათავისოდ დაიჭირონ. ჩვენ ვემიჯნებით ამ დავას, გადაწყვიტოს სასამართლომ. ძალიან ნათელია მათი მიზანი და არ გამოუვათ. რისი იმედიც აქვს გვარამიას ანრუსთავი 2"-", მათი განზრახულობები სისრულეში ვერ იქნება მოყვანილი", - ამბობს კობახიძე.





წყარო: For.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016