reportiori.ge - ირაკლი კობახიძე: თითოეული საქმე, რომლის საფუძველზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არიან დაკავებული, გამჭვირვალეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 16:43
პრეს-დაიჯესტი
ირაკლი კობახიძე: თითოეული საქმე, რომლის საფუძველზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არიან დაკავებული, გამჭვირვალეა
ავტორი:
15 ოქტომბერი, 2015. 11:57


„ყველამ ვიცით, როგორ, რა მეთოდებით ებრძოდანაციონალური მოძრაობა" ოპოზიციას. ყველანაირ ბინძურ მეთოდს მიმართავდნენ: კომპრომატებს, დაჭერებს... სრული ტერორი იყო..." - აცხადებს „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „პრაიმტაიმთან" საუბარში და აქვე დასძენს, რომ დღესდღეობით ყველა საქმე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირდება, გამჭვირვალედ მიმდინარეობს.


 

„ახლა თითოეული საქმე, რომლის საფუძველზეც „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები არიან დაკავებული, გამჭვირვალეა. არ არის მისაღები, ვინმეს პოლიტიკოსის იმუნიტეტი მიენიჭოს მაშინ, როცა აშკარა დანაშაული აქვს ჩადენილი. პირადად ჩემთვის შერჩევითი სამართალი პრინციპულად მიუღებელია, სამართლიანობის აღდგენას პოლიტიკურმა კონიუნქტურამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუშალოს ხელი. პრობლემას იმაში ვხედავ, რომ გარკვეული საქმეების განხილვა ზედმეტად დიდხანს გაიწელა. თეთრი ძაფით ნაკერი საქმეების განხილვას 9 თვეზე მეტი არ უნდა დასჭირვებოდა...

 

რა იყო ამის მიზეზი - პროკურატურა, სასამართლო თუ რაიმე სხვა, ეს მეორეხარისხოვანია, მთავარია, რომ ამ კონკრეტული საქმეების განხილვა ბევრად უფრო ხანმოკლე ვადებში იყო შესაძლებელი..." - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

წყარო:   „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016