reportiori.ge - „ალია“: „ნაცმოძრაობის“ ქვედა რგოლებში იწყება რღვევა, ნერვიულობა, საქმეების გარჩევა და ხშირად გადადიან ცემა-ტყეპაზეც
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 16:50
პრეს-დაიჯესტი
„ალია“: „ნაცმოძრაობის“ ქვედა რგოლებში იწყება რღვევა, ნერვიულობა, საქმეების გარჩევა და ხშირად გადადიან ცემა-ტყეპაზეც
ავტორი:
15 ოქტომბერი, 2015. 14:46


„ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ყოფილი მმართველი პარტია პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დატოვოს", - როგორც გაზეთი „ალია" წერს,   „ნაციონალურ მოძრაობას" ისედაც გამომპალი ძირი კიდევ უფრო მეტად ულპება.


„ასევე არ არის გამორიცხული, პარტიიდან წავიდნენ ვანის მაჟორიტარი პაატა ლეჟავა, აბაშის მაჟორიტარი დავით დარცმელიძე და თერჯოლის მაჟორიტარი კახა ბუცხრიკიძე. როგორც ავი ენები ამბობენ, ესენი ცოტა ხნის წინ გაქცეულებს (გოგა ხაჩიძეს, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი მელაძეს, პავლე კუბლაშვილს) შეუერთდებიან და საქართველოს პარლამენტში ოქტომბრის ბოლოს მოხდება „ისტორიული" მოვლენა - შეიქმნება ახალი ფრაქცია.

 

მართალია, დავით ბაქრაძე ამბობს, პატიიდან წასვლას არ ვაპირებ, დღეს ძირითადად მაჟორიტარებს აშანტაჟებენ, უმცირესობის დატოვებას სთხოვენ, მე რიგგარეშე არჩევნებისთვის ვემზადები, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში მალე დავბრუნდებითო, მაგრამ თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ ეს მხოლოდ ლირიკაა (აღარაფერს ვამბობ „ნაციონალურ" ზღაპრებზე). ჯერ ერთი, ბაქრაძე არ გახლავთ ის „ჩიტი", ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადებოდეს (ხელისუფლება ამაზე რომც დასთანხმდეს,  პროცედურულად მაინც 1 წელია საჭირო) და მეორეც - სწორედ ასე იგიჟებდნენ თავებს უკვე წასული ხაჩიძე, ჯაფარიძე, კუბლაშვილი და მელაძე, ჩვენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ვემზადებით, რომელი პარტიის დატოვება, რა ატამი, რის ტყემალიო?

 

მოკლედ, მაშინ, როცა „ნაცმოძრაობაში" ე.წ. ნაღები იხდება და იქ შედარებით დაბალი რანგის „სასტავი" რჩება, ბუნებრივია, ქვედა რგოლებში იწყება რღვევა, ნერვიულობა, საქმეების გარჩევა და ხშირად გადადიან ცემა-ტყეპაზეც. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ „ნაციონალები" შეკრებილან „ახალ" ოფისში (მოგეხსენებათ, რაც კახეთის ტრასასთან მდებრე ცენტრალური ოფისი გაყიდეს, ლაურა ღაჭავას „პირიმზეში" იქირავეს ფართი), დაუბარებიათ თბილისის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დაუწყიათ გარკვევა, რა მდგომარეობაა წინასაარჩევნოდ, რა „ბაგაჟი" აქვთ, ვინ არის სანდო, ვინ არ არის სანდო, რა კუთხით არის სამუშაო ჩასატარებელი", - წერს ალია.

 

 

„ალიას" ინკოგნიტო წყარო უყვება, რომ ამ შეკრებაზე „პარადი" მიჰყავდა ნიკა მელიას, რომელსაც შეეპასუხა და თავისი შეხედულებების გამართლება სცადა კრწანისის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ, ამჟამად ვაზისუბნის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რომეო ფარულავამ:


„ნიკა მელიამ ცოტა ხანს ითმინა და ბოლოს მაინც გაშალა მკლავი, ფარულავას გაჩერება მხოლოდ მუშტით და წიხლით შეძლო. ფარულავამ კი სცადა თავის დაცვა, მაგრამ მაინც დაიბეგვა. ეს ის ტიპია, რომელიც 2013 წლამდე კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე იყო და 2014 წლის თებერვალში ორი დღე ჰყავდათ „მოდულის" შენობაში დაკითხვაზე. ფარულავას დაბარება და მოწმის სტატუსით დაკითხვა კრწანისის გამგეობაში მის საქმიანობას უკავშირდებოდა. კერძოდ, ის იმ შუალედური დასკვნის საფუძველზე დაიბარეს, რომელიც საკრებულოს კომისიამ მოამზადა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა. მაშინ „ნაციონალებმა" ეს საქმეც, როგორც ყველა, პოლიტიკურ დევნად მონათლეს, გამგებლის ყოფილი მოადგილე ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან აქტიურობს და მისი გაჩუმება უნდათ, მან მთავრობა კორუფციასა და სხვადასხვა ტიპის კანონდარღვევაში არაერთხელ ამხილაო", - წერს „ალია".


 

 

წყარო: გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016