reportiori.ge - დავით ზალკალიანი: არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, არც ირაკლი ალასანიაზე და არც პარტიის წევრებზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 17:21
პრეს-დაიჯესტი
დავით ზალკალიანი: არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, არც ირაკლი ალასანიაზე და არც პარტიის წევრებზე
ავტორი:
14 ოქტომბერი, 2015. 16:25


გაზეთ „ალიას" ინფორმაციით, ირაკლი ალასანიას პარტიის რღვევა დაწყებულია.


„თავისუფალმა დემოკრატებმა" პოლიტიკურად წონადი ფიგურა გუშინ დაკარგეს. „ალიას" ექსკლუზიური ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა „თავისუფალი დემოკრატები" დატოვა და ეს ინფორმაცია მან ჩვენთან ინტერვიუში დაადასტურა.


კულუარული ინფორმაციით, ზალკალიანის პარტიიდან წასვლის მიზეზი ირაკლი ალასანიას „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაა. პარტიიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადებით დავით ზალკალიანმა ალასანიას ოფისს უკვე მიმართა. ზალკალიანს „თავისუფალი დემოკრატების" საერთაშორისო მდივნის პოზიცია ეკავა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ის პარტიის გამგეობის წევრი იყო. როგორც ინფორმირებული წყარო გვარწმუნებს, ზალკალიანი ბოლო არ იქნება, ვინც ირაკლი ალასანიას გუნდს პარტიის თავმჯდომარის „ნაციონალებთან" თანამშრომლობის გამო დატოვებს", - წერს ალია.



„ალიასთან" საუბარში კი აი, რას აცხადებს დავით ზალკალიანი:


- ბატონო დავით, ადასტურებთ რომ პარტია „თავისუფალი დემოკრატები" დატოვეთ?


- დიახ, ვადასტურებ.


- რა იყო პარტიიდან თქვენი წამოსვლის უმთავრესი მიზეზი?


- ჯერ არ მინდა ამ თემაზე საუბარი... დიდი ხანია ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ვარ, არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურად მიუკერძოებელია, შეუთავსებელია პარტიულ საქმიანობასთან.


- ბატონო დავით, თუ აქამდე არ იყო შეუთავსებელი, ახლა რა მოხდა? ალასანიას „ნაციონალებთან" თანამშრომლობას ემიჯნებით?


- ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ძალიან გთხოვთ...


- რამდენად სავარაუდოა, რომ ვიქტორ დოლიძემ და ზურაბ აბაშიძემაც დატოვონ პარტია?


- მათი საქმიანობის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, არც ირაკლი ალასანიაზე და არც პარტიის წევრებზე.


- ბატონო დავით, როცა ირაკლი ალასანიამ საქართველოს ხელისუფლების ევროატლანტიკური კურსი ეჭვქვეშ დააყენა, თქვენ განაცხადეთ, რომ ამ საკითხზე კითხვები გაგიჩნდათ, დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მაია ფანჯიკიძესთან ერთად დატოვეთ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამ კითხვებს პასუხი გაეცა?


- ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ მინდა, რადგან ძალიან გულდასმით ვაკვირდები იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში მიდის და ცოტა მოგვიანებით გავცემ ამ კითხვებზე პასუხს.



 

წყარო: „ალია"



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016