reportiori.ge - „ალია“: ვიქტორ დოლიძესა და ირაკლი ალასანიას შორის სერიოზული უკმაყოფილება ყოფილა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 17:29
პრეს-დაიჯესტი
„ალია“: ვიქტორ დოლიძესა და ირაკლი ალასანიას შორის სერიოზული უკმაყოფილება ყოფილა
ავტორი:
14 ოქტომბერი, 2015. 15:00



გაზეთ „ალიას" ინფორმაციით, ალასანიას პარტიაში ტექტონიკური ძვრები დაწყებულია, ვიქტორ დოლიძესა და ირაკლი ალასანიას შორის სერიოზული უკმაყოფილება ყოფილა, რადგან მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა" ჩადგა.


„დოლიძეს არ უნდა, დაკარგოს პოლიტიკური და ადამიანური სახე, ამიტომაც ის კატეგორიულად ემიჯნება ალასანიას „ნაციონალებთან" თანამშრომლობას, თუმცა ვიქტორ დოლიძე შიდაპარტიულ ბრძოლაში მარტო არ არის, პარტიის შიგნით არის დაჯგუფება ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის, სულხან ღლონტის შემადგენლობით, რომლებიც, ამავე წყაროს თქმით, პარტიიდან წამსვლელთა სათადარიგო სკამზე სხედან. ეს ჯგუფი მოვლენებს რეალურად აღიქვამს, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია რაიმე ფორმით „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაწყვილება, რასაც ალასანია არ გამორიცხავს. მათთვის „ნაციონალური მოძრაობა" დამნაშავე ძალასთან ასოცირდება, ისინი არ ივიწყებენ წარსულს, თუმცა ფიქრობენ მომავალზე და თვლიან, რომ მათი „ნაციონალებთან" გაერთიანება „ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში დაუშვებელია", - წერს „ალია".




წყარო: „ალია"




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016