reportiori.ge - „ალია“: ალასანიას ამბიციები ყველას ყელში აქვს ამოსული!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 16:49
პრეს-დაიჯესტი
„ალია“: ალასანიას ამბიციები ყველას ყელში აქვს ამოსული!
ავტორი:
14 ოქტომბერი, 2015. 15:34


„როცა ირაკლი ალასანია სიტყვის თავისუფლების გადარჩენაზე საუბრობს და „რუსთავი-2"-ის დასაცავად თავს წირავს, ამ ჯგუფს ისიც ახსოვს, როგორ დაარბია მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ტელეკომპანია „იმედი", ახსოვთ, რა ბინძური მეთოდებით ებრძოდა მათ „რუსთავი-2"; ახსოვთ, როგორ შექმნა ვანო მერაბიშვილმა „რეალ ტვ" და რას სჩადიოდა სააკაშვილის რეჟიმი - როგორ კლავდა სიტყვის თავისუფლებას", - ნათქვამია გაზეთ „ალიას" სტატიაში,  სადაც საუბარია ალასანია-ნაციონალების ალიანსზე. როგორც სტატიის ავტორი წერს, არ შეიძლება, ნამუსზე ხელი აიღო და ურცხვად ამტკიცო, რომ შავი თეთრია:


„ალასანიას მიმართ პარტიაში პრეტენზიები ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა, როცა მან საკუთარი პარტიის წევრების „გადაგდება" და აკრძალული თამაშები დაიწყო, ბიძინა ივანიშვილის ზურგსუკან „ნაციონალებთან" გარიგებებს თავი რომ დავანებოთ, ალასანია თავისი საპრეზიდენტო ამბიციებით, პარტიზანული მოქმედებებითა და ვირეშმაკობით, პარტიის ზოგიერთი წევრისთვის ძალიან ამორალური იყო.

 

2012 წელს ალასანიამ მაჟორიტარულ არჩევნებში ზუგდიდში ვერ და არ დაამარცხა ისეთი ბოროტება, როგორიც არის როლანდ ახალაია. მას ჩაბარებული ჰქონდა სამეგრელოს რეგიონი, სადაც სამარცხვინოდ წააგო და ამ წაგების უკან მისი გუნდის წევრებმა „ნაციონალებთან" გარიგება დაინახეს. ალასანიას საარჩევნო ოფისს ყველაზე დიდი ფული ჰქონდა გადარიცხული, საუბარია რამდენიმე მილიონზე, მაგრამ დღემდე არავინ იცის, სად წაიღო ალასანიამ ეს ფული. კაცმა, რომელსაც საპრეზიდენტო ამბიცია ჰქონდა, ციხის სკანდალური კადრების რეჟისორების მამასთან, როლანდ ახალაიასთან წააგო არჩევნები. ამით ყველაფერი ნათქვამია. ამიტომაც მისი ამბიციები ყველას ყელში აქვს ამოსული!" - წერს „ალია".



წყარო: „ალია" 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016