reportiori.ge - ელიზბარ ჯაველიძე: გაიხსენეთ, როგორ კეთდებოდა გადაუდებელი ოპერაციები, ხალხს ბინებს აყიდვინებდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 17:21
პრეს-დაიჯესტი
ელიზბარ ჯაველიძე: გაიხსენეთ, როგორ კეთდებოდა გადაუდებელი ოპერაციები, ხალხს ბინებს აყიდვინებდნენ
ავტორი:
17 ოქტომბერი, 2015. 12:42


აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე „ქართული ოცნების" მიერ გატარებულ რეფორმებზე საუბრობს და ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ჯანდაცვის სისტემასა და სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ რეფორმებს მიიჩნევს. ამის შესახებ ჯაველიძე „კვირის ქრონიკას" ესაუბრა და ყოფილი ხელისუფლების პირობებში არსებულ ვითარებასა და დღევანდელ ვითარებას შორის არსებულ სხვაობაზე გაამახვილა ყურადღება.


„ხელისუფლების უბედურება არის ის, რომ არ შეუძლია თავისი საქმის წარმოჩენა. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება ტელევიზიას არ უნდა ფლობდეს და მან საკუთარი ტელევიზია დახურა, მაგრამ, რასაც აკეთებენ, ხალხმა არ იცის და პიარში აგებენ. გაკეთდა სათბურები, სადაც მოჰყავთ ჯანსაღი პროდუქცია, რომელიც გენმოდიფიცირებულ საკვებს ჩაანაცვლებს, მაგრამ ვინმემ იცის, რომ ასეთი სათბური არსებობს და ხალხი დასაქმებულია, რომ ჯანსაღი პროდუქცია მოჰყავთ?..

 

ვისაუბროთ სამედიცინო დაზღვევაზე, გაიხსენეთ, რამდენი ადამიანი კვდებოდა იმის გამო, რომ ოპერაციის ფული არ ჰქონდა. გაიხსენეთ, როგორ კეთდებოდა გადაუდებელი ოპერაციები, რის ფასად? ხალხს ბინებს აყიდვინებდნენ, ბანკის კრედიტებს აღებინებდნენ. მართალია, ეს სახელმწიფო ყველაფერს ვერ გასწვდება, მაგრამ ძვირადღირებულ ოპერაციებს აფინანსებს. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ხალხი ვერ ხედავს. იმ ხალხს, ვინც ამბობს, დღევანდელი კვერცხი მირჩევნიაო, კითხვას ვუსვამ, - ეს კვერცხი გქონდათ 9 წლის მანძილზე სააკაშვილის რეჟიმის დროს? არ ჰქონიათ... დღეს მოინდომეს დედალი, არ გამოდის ასე უცბად", - აღნიშნავს ჯაველიძე.



წყარო:   „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016