reportiori.ge - „ალია“: ირაკლი ალასანიას ლიდერი დღემდე გიგა ბოკერიაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 16:46
პრეს-დაიჯესტი
„ალია“: ირაკლი ალასანიას ლიდერი დღემდე გიგა ბოკერიაა
ავტორი:
14 ოქტომბერი, 2015. 14:44


„პარტიაში ხედავენ, რომ ირაკლი ალასანია საკუთარი ფეხით ადის გილიოტინაზე და სხვებსაც ძირავს", - წერს გაზეთი „ალია". სტატიის ავტორის თქმით, ირაკლი ალასანიას ლიდერი დღემდე გიგა ბოკერიაა, რაც პარტიის ჯანსაღად მოაზროვნე წევრებისთვის ამაზრზენია.


„მათთვის მიუღებელია მუდმივად პოლიტიკური ინსტრუქციების მიღება გიგა ბოკერიასგან. „ნაციონალებთან" გარიგებებზე წასული ალასანია პერმანენტულად კარგავს წევრებს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ მიზეზით დატოვეს თბილისისა და რამდენიმე რეგიონის საკრებულოში „თავისუფალმა დემოკრატებმა" ალასანიას პარტია. ფრაქცია „თავისუფალმა დემოკრატებმა" თბილისის საკრებულოში საქმიანობა შეწყვიტა, რადგან ჯახველაძე, მუსხელიშვილი, ახვლედიანი და ჯიშკარიანი ალასანიას „ნაციონალებთან" გარიგებას გაემიჯნენ და ეს მას მოღალატეობრივ ნაბიჯად ჩაუთვალეს. თუმცა ალასანია თავისას არ იშლის - ის აქტიურადაა ჩართული „ნაციონალებისა" და საკუთარი თავის გადარჩენის სპეცოპერაციაში.

 

ამ დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა ჰქონია გიგა ბოკერიასთან და „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან, რევოლუციური გეგმების ერთად განხორციელების მიზნით. შეგახსენებთ, რომ აქტიურად განიხილება ხალხის ქუჩაში გამოყვანის და ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობის სცენარი. „ნაცებმა" იციან, რომ საკუთარი აქტივისტების გარდა, ხალხი მათ მიტინგზე არ მივა, მით უფრო ვადამდელი არჩევნების მოსათხოვნად, ამიტომაც ვითარების დამძიმების მიზნით ჩანაფიქრია, რომ „რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა გათიშონ და ხალხს ქუჩაში საშველად მოუხმონ, ლოზუნგით - „თავისუფალ სიტყვას კლავენ, ყველანი ქუჩაში!" ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს, შესაძლოა, ის ხალხი მივიდეს ამ აქციაზე, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, რომ „ნაცებმა" და ალასანიამ რევოლუცია მოახდინონ თბილისის ქუჩებში... ირაკლი ალასანიას პარტია, ფაქტობრივად, ორადაა გაყოფილი.

 

ერთ მხარეს დგას ჯანსაღად მოაზროვნე ჯგუფი, „ნაცებთან" ლაქიობას კი მხარს უჭერენ ალექსი-ბუკა პეტრიაშვილი და ნინო გოგუაძე. ალექსი-ბუკა პეტრიაშვილის რა მოგახსენოთ, სულ თრობასა და ნირვანაში მგონია ეგ კაცი და მის არასერიოზულ განცხადებებს ჩიტის ბუმბულის წონა აქვს, მაგრამ რაც შეეხება ნინო გოგუაძეს, ის „ნაცქალების" დაქალია და ამის დამადასტურებელი ფოტომასალა არაერთხელ გამოქვეყნებულა მედიაში. ეს ხალხი ნამდვილად არასოდეს გაფრინდება ალასანიას ორბიტიდან, მათთან ერთად თუ დაამხობს ხელისუფლებას ირაკლი ალასანია, მაშინ ირაკლი კი არა, ბრიუს ლი ყოფილა...

 

ირაკლიმ კვირა ბრახუნია განცხადებით დაიწყო. გავრცელებულ ინფორმაციას, ვიქტორ დოლიძის პარტიიდან წასვლის შესახებ, 10 ოქტომბერს ასე უპასუხა: „ვიქტორ დოლიძე ჩვენთან ერთად შევა პარლამენტში და დაამხობს „ქართული ოცნების" ხელისუფლებას. ჯერ კიდევ კოალიციაში რომ ვიყავით, ბიძინა ივანიშვილს ოცნება ჰქონდა, „თავისუფალი დემოკრატები" კოალიციაში ყოფილიყვნენ ალასანიას გარეშე. „რესპუბლიკელების" შემთხვევაში პირიქით იყო". ალასანიამ, ფაქტობრივად, ღიად დააანონსა, რომ ხელისუფლების დამხობას ნებისმიერ ფასად აპირებს. ეს ტერმინოლოგია კი მის ფრაზეოლოგიაში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ის „ნაციონალებს" სარეველასავით გადაეფსკვნა. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ამ კაცზეა ნათქვამი", - წერს „ალია".




წყარო: „ალია"



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016