„მიკვირს, როგორ გაუშვეს თანამედროვე საქართველოს ნომერ პირველი ჯალათი მიხეილ სააკაშვილი", - ამის შესახებ „ასავალ-დასავალს" მწერალმა რეზო კვერენჩხილაძემ განუცხადა. როგორც გამოცემასთან ინტერვიუში მან თქვა, სააკაშვილისთვის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ უნდა მიეცათ.
„როცა გაუშვეს, მერე აღმოაჩინეს, რომ დამნაშავე იყო, ციხეში მამაკაცებს აუპატიურებინებდა და გარეთ ხალხის სისხლს ღვრიდა? თუ საქართველო დაღუპვის პირას არ დგას და მის მთავრობას თავმოყვარეობა აქვს, სააკაშვილის და მისი დამქაშების სასამართლო პროცესი აქ, რკინიგზელთა კულტურის სახლში უნდა გამართოს, სადაც ბოლშევიკი ჯალათები გაასამართლეს. რას მივაწეროთ ის ამბავი, რომ ამ ჯალათებს დანაშაულს ვერ უმტკიცებენ ან ახალაიასა და მერაბიშვილს მხოლოდ 3-4 წელი ეკუთვნით დასჯა? ხალხი სიცოცხლეს გამოასალმეს, საქართველოს მილიონები მოჰპარეს და ახლა კიდევ ციხიდან იმუქრებიან", - განაცხადა მწერალმა.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)